Jump to content
Planeta.Ge

ავტომობილის მართვის წესები მკაცრდება


Recommended Posts

უსაფრთხოების ღვედის გამოყენება ყველგან სავალდებულო გახდება ... ?

 

საინფორმაციო საშუალებები უსაფრთხოების ღვედის გამოყენებასთან დაკავშირებით იტყობინებიან:

 

უსაფრთხოების ღვედის გამოყენება ავტომანქანის ნებისმიერი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში სავალდებულო გახდება. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღეს გამართულ სხდომაზე მოხდა.

 

საკანონმდებლო ინიციატივა რუსუდან კერვალიშვილსა და ოთარ თოიძეს ეკუთვნით.

 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, უსაფრთხოების ღვედის გამოყენება ისეთ ადგილებშია სავალდებულო, სადაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა 80 კილომეტ\საათზე მეტი სიჩქარით არის ნებადართული.

 

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად კი მისი გამოყენება ავტომანქანის 80 კილომეტრ\საათზე ნაკლები სიჩქარის მოძრაობის დროსაც აუცილებელი იქნება, მათ შორის თბილისში. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევი 40 ლარით დაჯარიმდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 68
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

კანონის დამრღვევი 40 ლარით დაჯარიმდება.

 

მთავარი ამ კანონში არის 40 ლარი ბიუჯეტში. დანარჩენი ირიბი დამატებაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარი ამ კანონში არის 40 ლარი ბიუჯეტში. დანარჩენი ირიბი დამატებაა.

mtidan

 

ისე რა აზრის ხარ? მხარს თუ უჭერ ღვედის გამოყენებას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტომობილის მართვის წესები მკაცრდება მხარს უჭერთ თუ არა უსაფრთხოების ღვედის გამოყენებას?

ძალიანაც კარგი და რატომ უნდა არ მივესალმოთ? :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, მხარს ვუჭერ!

 

თუ გექნება ღვედი გადაკრული, 40 ლარს ძალით ხომ არ წაგართმევენ? ეგ იმასავითაა, რამოდენიმე წლის უკან ნაგვის ქუჩაში დაყრაზე 50 ლარია ჟარიმაო და რა ამბავია, ამდენს ვინ გადაიხდისო, ის კი არა, რომ აღარ დავყრითო :D

 

მთელი მსოფლიო მასე დადის და ბეჭი ჯერ არავის ამოუგდია მაგის გამო.

 

მაქსიმალურად გავამკაცრებდი აგრეთვე ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე სასჯელს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ისე რა აზრის ხარ? მხარს თუ უჭერ ღვედის გამოყენებას?

 

მე მაგალითად ერთი სული მაქვს ტრასიდან როდის გადავალ, რომ ღვედი შევიხსნა. თუ ეხლა სახლიდან პურზე გავედი 40 კმ სიჩქარით და ქამარი დამავიწყდა 40 ლარი უნდა გადავიხადო? 1 პური დამიჯდება 41 ლარი?

მაწყობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაქსიმალურად გავამკაცრებდი აგრეთვე ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე სასჯელს

++++++++++100000000000000000000000000000000000000000000

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომხრე ვარ ჯარიმების გამკაცრების, ნაგვის დაყრაზეც და ღვედზეც,

 

ერთი ორი ნაგვის დამყრელი საჯაროდ რომ გაროზგონ ესეც არ იქნება ურიგო :yes:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ეს ნაგვის დაყრა ხომ საერტოდ.....საღრუტუნეტი ჩვენ უნდა გვერქვას მეზობლებს კი არ ვეძახდეთ:(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

მე მაგალითად ერთი სული მაქვს ტრასიდან როდის გადავალ, რომ ღვედი შევიხსნა. თუ ეხლა სახლიდან პურზე გავედი 40 კმ სიჩქარით და ქამარი დამავიწყდა 40 ლარი უნდა გადავიხადო? 1 პური დამიჯდება 41 ლარი?

მაწყობს?

mtidan

 

 

:yes:

 

კი, თუ ქამარი დაგავიწყდა 40 ლარი უნდა გადაიხადო. ერთხელ რომ გადაიხდი, მეორედ აღარ დაგავიწყდება. მე არასდროს დამვიწყებია. მანქანაში რომ ვჯდები, ავტომატურად ვიკეთებ ღვედს. გამიხარდა ამ კანონის მიღებაზე რომ წავიდა საუბარი. იმედი მაქვს ესეც დროებითი არ იქნება და მართლა ძალაში დარჩება!

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამიხარდა ამ კანონის მიღებაზე რომ წავიდა საუბარი. იმედი მაქვს ესეც დროებითი არ იქნება და მართლა ძალაში დარჩება!

ხო მეც ეგრე გამიხარდა უგულავამ რომ ეკოპოლიცია დაარეკლამა და ნაგავზე ჯარიმები იქნებაო...ველოდებოდი ხალხს( ღორებს) როდის დაერეოდნენ..........

დავრჩი ეგრე გაღიმებული :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

სახლიდან პურზე გავედი 40 კმ სიჩქარით

რა იყო ტრაქტორით დადიხარ პურის მოსატანად? :givi:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ გექნება ღვედი გადაკრული, 40 ლარს ძალით ხომ არ წაგართმევენ?

აი რო გაგაჩერონ და გითხრან, არ გქონდა გადაკრული და ეხლა გადაიკარი ჩვენ რო დაგვინახეო, გამოგიწერონ ჯარიმა. რას იზამ? :) ან პირიქით, არ გქონდეს გადაკრული და რო გაგაჩერებენ, სანამ მოვლენ, გადაიკრა, რას იზამენ? :) ეჭვი მაქვს, რომ ორივე შემთხვევაში მოგიწევს 40 ლარის გადახდა. ეს კანონი სწორედ მაგისთვის მოიგონეს, თორე რა მაგათი ტრაკის საქმეა, ღვედს გადავიკრავ თუ არა, სხვას ხომ არ ვაზიანებ? და ჩემ თავს რა რისკში ვაგდებ, ვინ კითხავთ მაგათ? ეგრე ალპინიზმიც აკრძალონ, საფრთხეში იგდებს კაცი თAვს, და დალევაც, სიგარეტიც, ნერვიულობაც, კრიშაზე სიარულიც :)

მაქსიმალურად გავამკაცრებდი აგრეთვე ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე სასჯელს

აი ეს სულ სხვა საქმეა, ნასვამი მძღოლი სხვას უქმნის საფრთხეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

თუ გექნება ღვედი გადაკრული, 40 ლარს ძალით ხომ არ წაგართმევენ? ეგ იმასავითაა, რამოდენიმე წლის უკან ნაგვის ქუჩაში დაყრაზე 50 ლარია ჟარიმაო და რა ამბავია, ამდენს ვინ გადაიხდისო, ის კი არა, რომ აღარ დავყრითო

არადა მაგაზე არავინ არ დაუჯარიმებიათ

 

მერე ვითომ ქუჩაში გადასვლაზე იყო 3 ლარი და აჯარიმებდნენ მარა მერე დაიკიდეს..

 

იგივე იქნება ღვედებზეც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა იყო ტრაქტორით დადიხარ პურის მოსატანად?

ახლოსაა და ზადნით მივდივარ ხოლმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...