მდა Posted December 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2008 ვარლამ სიმონიშვილი (1884-1950) http://i008.radikal.ru/0812/97/9eaf1131323f.jpg ქართული ხალხური სიმღერის ოსტატი, თვითმოქმედი გუნდების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ვარლამ სიმონიშვილი 1902 წლიდან გალობას ასწავლიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. ამ პერიოდში ის დაუახლოვდა ფილიმონ ქორიძეს, გაეცნო ევროპულ სანოტო დამწერლობას და დაეუფლა თვითმოქმედი გუნდის ხელმძღვანელის პროფესიულ ჩვევებს. 1903 წლიდან სიმონიშვილმა ჩამოაყალიბა გუნდები გურიასა და აჭარაში და ხშირად მართავდა კონცერტებს. საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარლამ სიმონიშვილი დაინიშნა გურიის სამაზრო რევოლუციური გუნდების ხელმძღვანელად. 1929 წელს მან ოზურგეთის აბრეშუმის ქარხანაში ჩამოაყალიბა ოთხმოცდაათკაციანი შერეული გუნდი. გარდა თვითმოქმედი გუნდების შექმნა-ხელმძღვანელობისა, სიმონიშვილი საკუთარ ნაწარმოებებსაც წერდა. მას ეკუთვნის სიმღერები: "გაზაფხული", "დათვების ლხინი", "ძველი ხელხვავი", "ადილა. ასევე საჩონგურო სიმღერები: "დილა", "ახლა ვხედავ, საყვარელო", "საქართველოს მზე ეწვია" და სხვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.