Jump to content
Planeta.Ge

სტალინი (1879-1953)


Recommended Posts

სტალინი (1879-1953)

 

http://s50.radikal.ru/i129/0812/df/a29548397966.jpg

 

(იოსებ ჯუღაშვილი) კომუნისტური პარტიის ლიდერი, საბჭოთა კავშირის მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი, საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსი. დაჯილდოებულია: 3 ლენინის, 2 "გამარჯვების", 3 წითელი დროშისა და სუვოროვის I ხარისხის ორდენებით.

 

დაიბადა გორში, ბესარიონ ჯუღაშვილისა და ეკატერინე გელაძის ღარიბ ოჯახში. 1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, თუმცა ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და ხელი მიჰყო მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის მუშებს შორის, რისთვისაც 1899 წელს სასწავლებლიდან გარიცხეს. იყო "მესამე დასის" წევრი. სემინარიიდან გარიცხვის შემდეგ პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. ბოლშევიზმის აქტიური მომხრე იყო და სასტიკად აკრიტიკებდა მენშევიკებსა და ანარქისტებს. რეგულარულად იბეჭდებოდა გაზეთებში: "ბრძოლა", "პროლეტარიატის ბრძოლა", "გუდოკი", "ბაკინსკი პროლეტარიატი" და სხვა. 1905-07 წლებში ამიერკავკასიაში რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო. რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის I ყრილობაზე დელეგატად წარგზავნეს ტამერფოსში, სადაც პირველად შეხვდა ვ. ლენინს. მონაწილეობდა, ასევე, რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის IV და V ყრილობებში დელეგატად. იატაკქვეშა საქმიანობისთვის არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1912-13 წლებში მუშაობდა პეტერბურგში, ამ პერიოდში დაწერა ნაშრომი "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი", რომელიც ლენინმა დადებითად შეაფასა. 1913 წელს სტალინი კვლავ დააპატიმრეს და ტურუხანის მხარეში გადაასახლეს.

 

1917 წელს სტალინი გადასახლებიდან პეტროგრადში დაბრუნდა. ის რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და გაზეთ "პრავდის" რედაქციაში შეიყვანეს. რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის სრულიად რუსეთის VII ყრილობაზე სტალინი აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად. ის აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში. 1917 წლის სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917-23).

 

1918-20 წლის სამოქალაქო ომის პერიოდში სტალინი ასრულებდა მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის ერთგულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ. რევოლუციის დამთავრების შემდგომ ის მონაწილეობას ღებულობდა მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებასა და გლეხებთან მუშათა კავშირის განმტკიცებაში. 1922 წელს სტალინი ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად აირჩიეს და ამ პოსტზე ის 30 წელიწადზე მეტხანს დარჩა.

 

ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინმა ძალაუფლების გასამყარებლად მკაცრი ზომები მიიღო. 1935-38 წლებში ქვეყანაში მასობრივი რეპრესიები განხორციელდა. რეპრესიებს საფუძვლად ცნობილი კომუნისტის, ს. კიროვის, საიდუმლოებით მოცული მკვლელობა დაედო (1934), რასაც შედეგად კომუნისტური პარტიის რიგი მოღვაწეების გასამართლება და სიკვდილით დასჯა მოჰყვა. შემდგომ წლებში რეპრესიებმა მთელი ქვეყანა მოიცვა. რეპრესირებულთა შორის აღმოჩნდნენ არა მხოლოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, არამედ ქვეყნის ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი, სამღვდელოება და უბრალო ხალხი. რეპრესირებულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია, თუმცა სავარაუდო რიცხვი 680000-დან - 1.3 მილიონამდე მერყეობს.

 

სტალინმა უდიდესი როლი ითამაშა II მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხების საქმეში. 1941 წლის 8 აგვისტოს ის საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად იქნა არჩეული. სტალინი მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს: საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში.

 

ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების შემდგომ სტალინი დარჩა პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე.

 

დაკრძალულია მოსკოვში.

 

http://s58.radikal.ru/i159/0812/9d/b84bbd5a2b66.jpg

 

http://s40.radikal.ru/i090/0812/eb/26f1786d5ff9.jpg

 

http://s39.radikal.ru/i086/0812/85/f8fa54e14480.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...