Jump to content
Planeta.Ge

გრიგოლ სურამელი (XIII საუკუნის 40-60-იანი წლები)


Recommended Posts

გრიგოლ სურამელი (XIII საუკუნის 40-60-იანი წლები)

 

http://s41.radikal.ru/i093/0812/35/59420fbdc905.jpg

 

ფეოდალი, ქართლის ერისთავ სულა სურამელის ძე.

 

საქართველოს მეფეების: რუსუდანისა და დავით ულუს (ლაშა გიორგის ძე) კარის მოხელე, მსახურთუხუცესი ვარამ გაგელის გარდაცვალების შემდეგ. უმეფობის ხანაში (1245-1247) მონღოლებმა სურამელი ერთ-ერთი დუმნის - ქართლის გამგებლად დანიშნეს. ჟამთააღმწერლის ცნობით, ალამუთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს (მონღოლთა ლაშქრობები ასასინების წინააღმდეგ) გონივრული რჩევით დაღუპვას გადაარჩინა ქართველები. მონაწილეობდა ეგარსლან ბაკურციხელის მოწინააღმდეგე დიდებულთა შეკრებაში, სადაც გადაწყდა რუმიდან ულუ დავითის ჩამოყვანა. ჰულაგუ ყაენის ბრძანებით, საქართველოს ლაშქარი ეგვიპტეში უნდა გაჰყოლოდა საომრად. დავით ულუმ უარი განაცხადა - "არღარა მნებავს მონება თათართა", მაგრამ დიდებულებს ნება დართო, ვისაც სურდა წაყოლოდნენ ყაენს. სურამელმა, ისევე, როგორც დიდებულთა ერთმა ჯგუფმა, მხარი არ დაუჭირა დავით ულუს აჯანყებას და მონღოლებს ეახლა ეგვიპტეში სალაშქროდ (1260). ასეთი ლაშქრობების დროს სარდლები დიდ ნაალაფევს შოულობდნენ. გრიგოლ სურამელმა "ხმლითა ნაშოებით" იყიდა სოფლები.

 

ერთი საბუთის მიხედვით გრიგოლ სურამელმა ააგო და შიომღვიმის მონასტერს შესწირა წისქვილი. ამავე დროს, ვალად იღო მონასტრის მომავალი პატრონობა და შეკეთება.

 

გრიგოლის ვაჟი იყო ქართლის ერისთავი, მსახურთუხუცესი ბექა სურამელი, ასული - ხათუთა, მეუღლე კახა თირელისა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...