Jump to content
Planeta.Ge

ტიციან ტაბიძე (1895-1937)


Recommended Posts

ტიციან ტაბიძე (1895-1937)

 

http://s51.radikal.ru/i133/0812/07/10703277d861.jpg

 

ქართველი პოეტი, სიმბოლისტი, ცისფერყანწელთა თვალსაჩინო წარმომადგენელი. შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.

 

1901-1905 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1906 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში ჩაირიცხა. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდან დაიწყო. 1911 წლიდან მისი ადრეული ლექსები, ნოველები და მინიატურები იბეჭდებოდა "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", "თემში", "ერში", "თეატრსა და ცხოვრებაში". 1913 წელს ტიციანმა სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. ამ პერიოდში ის ფრანგი და რუსი სიმბოლისტების ნაწარმოებებს თარგმნიდა.

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პოეტი სამშობლოში დაბრუნდა. აქ ცოტა ხანს მუშაობდა გაზეთ "საქართველოს" რედაქციაში, რომლის ფურცლებზეც მრავალი კორესპონდენცია და პუბლიცისტური წერილი გამოაქვეყნა. ამავე პერიოდში ის იყო "ცისფერყანწელთა" ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოთავე. 1920 წლიდან რედაქტორობდა "რუბიკონსა" და "ბარიკადს". სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ტიციანის მოდერნისტული ხელწერა ("ქალდეას სიზმრები", "პრინცი მაგოგი", "ავტოპორტრეტი", "უაბჯრონი", "ქალდეას მზე", "მაგი წინაპარი"). საგულისხმოა მისი ძიებანი ქართული პოეზიის განახლებისათვის, რის უპირველეს პირობადაც ტიციანს აღმოსავლური და დასავლური პოეზიის სინთეზი ესახებოდა. თვითმკვლელობის, განწირულობის მოტივი, სიმახინჯის კულტი ქართული პოეზიისათვის უჩვეულო სახე-სიმბოლოებითა და ლექსიკით ტვირთავდა მის ლექსებს ("ორპირის სეზონი", "ბირნამიის ტყე", "მღვდელი და მალარია", "ნინა მაყაშვილს").

 

ტიციანის გვიანდელ შემოქმედებაში გამოიკვეთა მისი იდეალი - სტიქიასავით მოვარდნილი პოეტური ზეშთაგონება ("ლექსი მეწყერი", "ლექსი წელკავი", "ლექსის დაბადება"), რომლის მხატვრული განსხეულებაა სამშობლოს, სიცოცხლის, სიყვარულის სადიდებელი ლირიული შედევრები: "ჩააქრეთ სულში სიონის ზარი...", "მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე", "თამუნია წერეთელს", "ანანური", "მაშ, გამარჯვება..." და სხვა. ტიციანის კალამს ეკუთვნის წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებზე. მანვე თარგმნა ა. პუშკინის, ი. ბუნინის, ვ. მაიაკოვსკის, ა. ისააკიანის, ლ. არაგონის და სხვათა თხზულებანი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და სხვა ენებზე.

 

პოეტი საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა, 1937 წელს დააპატიმრეს და, სავარაუდოდ, დახვრიტეს. მისი საფლავი უცნობია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...