Jump to content
Planeta.Ge

ვახტანგ ტაბლიაშვილი (1914-2002)


Recommended Posts

ვახტანგ ტაბლიაშვილი (1914-2002)

 

http://i014.radikal.ru/0812/d6/d783b3a40e16.jpg

 

ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი.

 

1939 წელს ვ. ტაბლიაშვილმა დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. 1939-1966 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი. მის დადგმათა რიცხვში შედის: ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" (საკუთარი ინსცენირებით), ლ. გოთუას "დავით აღმაშენებელი", უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", ალ. ყაზბეგის "მოძღვარი" (საკუთარი ინსცენირებით), ვ. კალანდაძის "მაია წყნეთელი" და სხვა.

 

1956-1965 წლებში ტაბლიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ რეჟისორად მუშაობდა. აქ მან დადგა ზ. ფალიაშვილის "დაისი", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", ჯ. ვერდის "ტრუბადური" და სხვა. მისი დადგმები განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა.

 

1967 წლიდან ტაბლიაშვილმა მოღვაწეობა განაგრძო კინოსტუდია "ქართულ ფილმში". გადაიღო ფილმები: "ქეთო და კოტე" (რეჟისორ შ. გედევანიშვილთან ერთად, 1948), "დიდოსტატის მარჯვენა" (რეჟისორ დ. აბაშიძესთან ერთად), "ლევან ხიდაშელი".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...