მდა Posted December 9, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2008 გიორგი ტარსაიძე (1857-1904) http://s42.radikal.ru/i095/0812/9d/ebb6a711978d.jpg ქართველი ექიმი, ოფთალმოლოგი, კავკასიის ექიმთა საზოგადოების წევრი. გიორგი ტარსაიძემ 1879 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ერთხანს რაჭაში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ კვლავ ხარკოვში დაბრუნდა ცოდნის გასაღრმავებლად და ექვსი წელიწადი იმუშავა ლ. გირშმანის ოფთალმოლოგიურ კლინიკაში. 1888 წელს უკვე დახელოვნებულმა ოფთალმოლოგმა მუშაობა დაიწყო თბილისის "1864 წლის 4 აპრილის სახელობის სამკურნალოში". 1892 წელს ტარსაიძის თაოსნობით თბილისში გაიხსნა თვალის სნეულებათა უფასო საავადმყოფო, რომლის დირექტორიც თვითონ იყო გარდაცვალებამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ინიციატივით საქართველოს მაზრებსა და რაიონებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ ეგრეთ წოდებული "თვალის მფრინავი რაზმები". გიორგი ტარსაიძის სახელობისაა თვალის სნეულებათა რესპუბლიკური საავადმყოფო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.