Jump to content
Planeta.Ge

ერეკლე ტატიშვილი (1884-1946)


Recommended Posts

ერეკლე ტატიშვილი (1884-1946)

 

http://s52.radikal.ru/i136/0812/00/1af9832403ba.jpg

 

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. დასავლური ენებისა და ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთი პიონერი საქართველოში.

 

1904-13 წლებში ერეკლე ტატიშვილი სწავლობდა პეტერბურგის, გერმანიის, საფრანგეთისა და ინგლისის უმაღლეს სასწავლებლებში. ის თანამშრომლობდა ანარქისტულ გაზეთებთან "მუშა" და "ხმა", რისთვისაც ორჯერ დააპატიმრეს პეტერბურგსა და გორში. 1918 წლამდე ქალაქ სტამბოლში ასწავლიდა ფრანგულ ენას.

 

სამშობლოში 1918 წელს დაბრუნდა. აქ ის ფრანგულსა და გერმანულ ენებს ასწავლიდა თბილისსა და გორში. 1923 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში კითხულობდა ჯერ საერთაშორისო საჯარო და საერთაშორისო კერძო სამართლის, ხოლო 1927 წლიდან - ინგლისური ენისა და ლიტერატურის კურსს.

 

1935-46 წლებში ტატიშვილი იყო ჯერ უცხო ენათა კომისიის თავმჯდომარე, შემდეგ კი - უცხო ენათა კათედრის გამგე.

 

აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დაარსებიდან (1945) კითხულობდა აღმოსავლეთის დიპლომატიის ისტორიის კურსს.

 

ერეკლე ტატიშვილი ეწეოდა მწერლობით და მთარგმნელობით საქმიანობასაც. მას ეკუთვნის ესსეები "კრიშნა", "ექსტასისი", "ფრიდრიხ ნიცშე", "საკია-მუნი", თარგმანები: შილერის "ვერაგობა და სიყვარული", ე. პოს "სიჩუმე", რომელიც ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება და სხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...