Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი უზნაძე (1886-1950)


Recommended Posts

დიმიტრი უზნაძე (1886-1950)

 

http://s40.radikal.ru/i090/0812/3c/42e9f84d47be.jpg

 

ქართველი ფსიქოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

1909 წელს დიმიტრი უზნაძემ დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი. იმავე წელს ქალაქ ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია.

 

1909-18 წლებში უზნაძე იყო ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი, საზოგადოება "სინათლის" პირველი ქართული ქალთა სკოლის დირექტორი. 1913 წელს ექსტერნად დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიული და ფილოლოგიური ფაკულტეტი. უზნაძე ავტორია საშუალო სკოლის პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა მსოფლიო ისტორიაში.

 

1910 წლიდან ის ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა შრომებს ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის საკითხებზე.

 

1918 წლიდან უზნაძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც თვითონ იყო. აქ ის განაგებდა ფსიქოლოგიის კათედრას. 1918 წელს მის მიერ დაარსებული ფსიქოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე 1941 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი - პირველი სამეცნიერო ცენტრი ფსიქოლოგიის დარგში, რომელსაც სათავეში თავად ჩაუდგა. 1943 წელს ეს სექტორი გადაკეთდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად, რომლის დირექტორიც დ. უზნაძე იყო, 1951 წელს კი ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა. უზნაძე იყო ასევე ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიური კათედრის დამაარსებელი და მისი გამგე (1933-42). მან საქართველოში საფუძველი ჩაუყარა შრომის ფსიქოლოგიას, ფსიქოტექნიკას, პედაგოგიურ ფსიქოლოგიასა და ბავშვთა ფსიქოლოგიას. ავტორია პირველი სახელმძღვანელოსი ზოგად ფსიქოლოგიაში. გამოქვეყნებული ჰქონდა შრომები გერმანულ ენაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...