მდა Posted December 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2008 მარჯორი სკოტ უორდროპი (1869-1909) http://s40.radikal.ru/i089/0812/23/25889a9b441a.jpg ინგლისელი მთარგმნელი. ქართული მწერლობისა და კულტურის დიდი პოპულარიზატორი. მარჯორი უორდროპი დიდად განათლებული ახალგაზრდა ქალი ყოფილა. ის ფლობდა ექვს უცხო ენას: ფრანგულს, გერმანულს, რუსულს, რუმინულს, იტალიურსა და ქართულს. აღსანიშნავია, რომ მარჯორი საქართველოთი მისმა ძმამ, ოლივერმა, დააინტერესა. ოლივერს 1887 წელს უმოგზაურია საქართველოში, სადაც გაუცნია ი. ჭავჭავაძე, ივ. მაჩაბელი და სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეები. ის იმდენად მოხიბლულა ჩვენი ქვეყნით, რომ სამშობლოში დაბრუნებულს წიგნი გამოუცია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. ძმის აღფრთოვანება მის დასაც გადაედო და მარჯორიმ დაუღალავი მეცადინეობით ქართული ენა დამოუკიდებლად შეისწავლა. 1894 წელს მარჯორიმ პირველად იმოგზაურა საქართველოში დედასთან ერთად. აქ მათ გაიცნეს და დაუახლოვდნენ ი. ჭავჭავაძესა და ო. გურამიშვილს, ივ. მაჩაბელს, ა. ერისთავ-ხოშტარიას, კ. კეკელიძესა და სხვებს. 1894 წელსვე ლონდონში გამოიცა მარჯორის თარგმანები: "ქართული ხალხური ზღაპრები", მომდევნო წლებში: ი. ჭავჭავაძის "განდეგილი" (ლექსად), "წმ. ნინოს ცხოვრება" (ო. უორდროპთან ერთად) და სხვა. საქართველოს ისტორიითა და ქართული მწერლობით უცხოელ მწერალთა და მეცნიერთა დაინტერესების საქმეში უდიდესი როლი ითამაშა "ვეფხისტყაოსნის" მარჯორი უორდროპისეულმა სრულმა პროზაულმა თარგმანმა, რომელიც მისმა ძმამ მარჯორის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წელს გამოსცა. ამ თარგმანით საზოგადოება პირველად გაეცნო რუსთაველის პოემას ინგლისურ ენაზე. 1896 წელს მარჯორიმ ოჯახთან ერთად მეორედ იმოგზაურა საქართველოში. მას გადაწყვეტილი ჰქონდა კვლავ ჩამოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, თუმცა აღარ დასცალდა, რადგან 1909 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა რუმინეთში. მარჯორის გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმამ ოქსფორდში, ბოდლერის ბიბლიოთეკაში დააარსა უორდროპის სახელობის ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების ფონდი. მარჯორი უორდროპი დაკრძალულია ინგლისში, სევენოუქის საგვარეულო საძვალეში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.