Jump to content
Planeta.Ge

ეროვნულ დემოკრატიული პარტია ( ედპ )

Recommended Posts

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)

მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”

თავმჯდომარე: ბაჩუკი ქარდავა

პოლიტ. მდივანი: გიორგი გოგნიაშვილი

პარტია დაარსდა 1981 წელს, რეგისტრაცია გაიარა 1992 წელს, ხელახალი რეგისტრაცია კი 2009წ.

პარტიის დევიზია: სიმართლე ყველგან და ყოველთვის.

პარტიის იდეოლოგიური მიმდინარეობა: მემარჯვენე-ცენტრისტული.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხში პარტიის საპროგრამო პრიორიტეტი: სამხარეო. სახელმწიფო მოწყობის საკითხი-კონსტიტუციური მონარქია.

პარტიის ზოგადი საპროგრამო პრიორიტეტები:

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ეკლესიის განსაკუთრებული როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლური ღირებულებების ერთგულება;

პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა:

ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის წევრთა ყრილობა, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ მოიწვევა. აღმასრულებელი ორგანოა კომიტეტი, რომელიც 21 წევრისგანაა დაკომპლექტებული და ასევე 2 წლით ირჩევა. პარტიას გააჩნია 7 წევრიანი პრეზიდიუმი. კომიტეტის წევრები არიან: ბაჩუკი ქარდავა, გიორგი გოგნიაშვილი, გურამ ჩახვაძე, თენგიზ შარმანაშვილი, პაატა საყვარელიძე, კახა ჯიქია. პარტიის ლიდერს ირჩევს ყრილობა. პარტიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 1500 კაცს, აქედან 700 აქტიურია. პარტიას 1993 წლიდან გააჩნია ახალგაზრდული მოძრაობა-“ახალგაზრდა ეროვნულ დემოკრატები”, რომლის ლიდერია გიორგი გოგოლაძე.

პარტია 2009 წლიდან გაერთიანებულია ახალგაზრდულ ორგანიზაცია NDC-ში.

მისამართი:

ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 21

ტელ: 931244

ფაქსი: 931244

ვებსაითი: www.edp.ge

საკონტაქტო პირი პაატა საყვარელიძე

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) -- მემარჯვენე მიმართულების, ერთ-ერთი ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე 1988-1999 წლებში. ედპ თავს მოიაზრებს, როგორც კალისტრატე სალიას მიერ 1918 წელს დაარსებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მემკვიდრეს.

ისტორია [რედაქტირება]

პარტია დაარსდა 1988 წელს გიორგი ჭანტურიას მიერ. 1990 წელს იყო "ეროვნული კონგრესის" თანადამფუძნებელი და გამოდიოდა ბლოკ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" წინააღმდეგ. ამის გამო ბოიკოტი გამოუცხადა უმაღლესი საბჭოს არჩევნებს 1990 წლის შემოდგომაზე.

1990-1991 წლებში იყო ზვიად გამსახურდიას, ხოლო შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ოპოზიცია. პოპულარობის პიკი ჰქონდა 1993-1995 წლებში. 1994 წელს გიორგი ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა მისი ქვრივი ირინა სარიშვილი. პარტიამ წარმატებას მიაღწია 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გადალახა რა 5%-იანი საარჩევნო ზღვარი.

ჭანტურიას მკველობის შემდეგ გაჩენილი უთანხმოებები პარტიის თავმჯდომარეობის თაობაზე მალე გაღრმავდა და არჩევნების შემდეგ ის ორად დაიშალა. ჯგუფმა მამუკა გიორგაძის მეთაურობით შექმნა ახალი პარტია "სახალხო მოძრაობა". ამის შემდეგ ედპ ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 7%-მდე. [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1999) |1999 წლის არჩევნებში]] ის მონაწილეობდა რესპუბლიკელებთან და მრეწველთა პარტიასთან პოლიტიკური ალიანსში „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო და ვერ გადალახა 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში დამარცხებას მოყვა ალიანსის დაშლა 2001 წლის ივლისში.

2003 წლის არჩევნებში ედპ გაწევრიანდა ალიანსში "ახალი საქართველოსთვის" მმართველ მოქალაქეთა კავშირთან ერთად. ალიანსმა, ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21,% მიიღო. არჩევნების ასეთმა შედეგმა საყოველთა მღელვარება გამოიწვია, რაც ვარდების რევოლუციით დასრულდა. ამის შემდეგ ირინა სარიშვილმა პარტია დატოვა და თავმჯდომარე გახდა ბაჩუკი ქარდავა.

ედპ მონაწილეობდა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ტრადიციონალისტთა პარტიასთან ერთად, მაგრამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი. 2008 წლის ნოემბერში პარტიამ მოიგო შუალედური არჩევნები დიდუბის საარჩევნო ოლქში და მაჟორიტარ დეპუტატად გაიყვანა გურამ ჩახვაძე.

პოლიტიკური პლატფორმა [რედაქტირება]

პარტიის პროგრამის მიხედვით, ედპ-ს მიზანია, საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, დემოკრატიის დამკვიდრება, ადამიანის უფლებების დაცვა და საქართველოს ეკონომიკური აღორძინება, საბაზრო პრინციპებზე აგებული და საკუთრების სხვადასხვა ფორმებზე დამყარებული ეკონომიკური მექანიზმის შექმნას, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის მშენებლობას. ედპ აღიარებს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას და აუცილებლად მიიჩნევს ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობებისა და კერძო ინიციატივის სამართლებრივი გარანტიების დაფუძნებას.

ედპ იზიარებს ქრისტიანული დემოკრატიის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრინციპებს. ედპ-ს პროგრამის მიხედვით, პარტია ერთგულია მართლმადიდებლური ღირებულებებისა და დედაეკლესიისა. პარტიას მიაჩნია, რომ ერის სულიერი ცხოვრება ეკლესიამ უნდა წარმართოს.

მე პირადად სიმბოლურად და კარგ ნიშნად მიმაჩნია ის რომ ედპ აქტიურად ბრუნდება ქართულ პოლიტიკაში, რადგან ედპ ქართულ პოლიტიკაში ჩნდებოდა მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისთვის და ედპ - ს ორივე გაელვება ქართულ პოლიტიკაში ( მეოცე საუკუნის დასაწყისსა და მეოცე საუკუნის ოთხმოციან - ოთხმოცდაათიან წლებში ) დასრულდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებით და ამ ორივე ეპოქაში ეროვნულ დემოკრატიული პარტია იდგა თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში. იმედია ედპ - ს დღევანდელი გააქტიურება საქართველოს სრული დეოკუპაციითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დასრულდება.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი იერემიას გოდება

ვტირით და ვტირით დედანი,

ურჯულომ შეგვაშინაო,

კარზე მოგვდიან ძალითა,

მასპინძლად დიან შინაო.

ნეტავ ჩვენს მეთოფეებსა,

ძალით ვინმ დააძინაო,

პირიც წყლით გაალბობინა

თოფებიც დაუგრილაო !?

მეთოფეებს სძინავთ

სძინავს ყველას. თვით ბუნებაც კი გატრუნულია და დუმს. ეს არ არის ბუნების ჩვეულებრივი და დიდებული პოზა. წამიერი გარინდება, მოძრაობის, ქარიშხლის მოლოდინში. ეს დუმილი და უძრაობა სისხლისაგან დაცლას, სიკვდილს ნიშნავს. მდინნარე ტბასავით დამდგარა.

ცოცხალ-მკვდარი თევზები წყლის ზედაპირზე ამოტივტივებულან და უაზრო ზეცას ევედრებიან, შველას ითხოვენ.

თერგი აღარ რბის აღარ ღრიალებს,

და არც კლდენი ეუბნებიან ბანს...

მთის გამოფიტული წვერები, დაყვითლებული და დაბერებული ხე თუ ბალახი.

დახეთქილი, დამზრალი მიწა.

მძიმე, მოწამლული ჰაერი.

დღე-ღამესავით შავი.

დანგრეული სახლები და ნასახლარები, აჩეხილი ვენახები, დღეს ნავენახარი.

წელში გადამტვრეული სიმინდის ტაროები.

ნაგვითა და უწმინდურობით წაბილწული ბაღ-ბოსტანნი, ჯვარმომტვრეულნი ნატაძრალნი და გადამწვარ გადაბუგული ტფილისი და ქუთაისი,ბათუმი და ალმოკიდებული აფხაზეთი.

ჩამონგრეულ-ჩამოშლილი შატილი... ცარიელი აკვანი, ჩამქრალი კერა, დამსკდარი კედლები და ჩამტვრეული შუშები.

ოჰ, ღმერთო! აღა-მაჰმად-ხანი ხომ ადრე იყო აქ, დღეს კი რა მოხდა? მეთოფეებს სძინავთ, სძინავს თვით ბუნებასაც. თვალი სულ მცირე მოძრაობასაც კი ვერ ამჩნევს გარშემო. ადამიანის შვილი თითქოს გაწყვეტილა, მკვდარი კაციც კი არ მოიპოვება ამ უძრავ მიდამოში.

დიდი უდაბნო... სავსე ლოდებით.

ერთს აწერია: “მე გორგიჯანოვმა გამცა”.

ვუახლოვდები მეორეს.” ვარსქენ პიტიახშმა უარმყო მეცა და შემოქმედიც”

ვერაფერი გამიგია! ჩემი ანგელოზი ყურში ჩამჩურჩულებს:

წინ!

იქვე, გვერდით, შედარებით მომცრო ლოდია. წელში ვიხრები, რომ გავარჩიო.”გამცა ყორღანაშვილმა”_ ძლივს ამოვიკითხე.

ლოდის ძირში პატარა ია ამოსულა. ესეც ასე,_გავიხარე მე, პირველი სულიერი, ე.ი. ყველაფერი არ დაკარგულა, ყველაფერი არ დაღუპულა.

_რჩინი! რჩინო!_მიმეორებს ია და ცდილობს დამენახოს, ვაი, თუ ვერ შემნიშნაო_იმის შიშშია. მეზობელ ქვის ძირში კი რომელსაც “ მონღოლთ ჩააბარეს ჩემი თავიო”, აწერია. წითელი ყაყაჩო ამოსულა /სიმღერა გამახსენდა ქართული:”ყაყაჩო აყვავებულა, ვარდი გაშლილა იაო”/

ცოტნე, ცოტნე!... ვაგრძობინე, გხედავ თქო, ისიც დამშვიდდა.

მადლობა ღმერთო, იმედისათვის! და ამ უცნაური სასაფლაოს მოხილვას ვაგრძელებ.

“გამცეს”... აწერია ერთ ქვას დიდი ასოებით.

ოდნავ ქვემოთ, მომცრო ზომის ციფრების ამოკითხვაც შევძელი, “1832”

გასაგებია!

თანდათან ყველაფერს ვხვდები.

ბევრი ქვა, ბევრი ლოდი.

ეს ხომ საქართველოს მთელი ისტორიაა.

ჰერ_ლაშეზისა და არლინგტონის სასაფლაოები კომედიურ თეატრებად გამოიყურებიან ჩვენი ერის ამ საძმო საფლავთან შედარებით.

გზას ვაგრძელებ.

ერთ_ერთ ლოდზე ამოტვიფრულ წარწერას ვკითხულობ

“ჭეშმარიტებას ვუღალატე...ვინანიებ!”

ნეტავ, რა იყო მისთვის ჭეშმარიტება?

იქნებ განსაცდელს ვერ გაუძლო! _ გავიფიქრე მე, განსაცდელი ადამიანში შლის ყველაფერს ზედაპირულს და ნატანჯი კაცის სულშიც მხოლოდ ის რჩება , რასაც ღრმად აქვს მასში ფესვები გამჯდარი.

ვაი მას, ვისთვისაც თავისუფლებისა და ერის სიყვარული მხოლოდ ნიღაბია პირველივე განსაცდელის ჟამს ცრუ ნიღაბი აეხდება და ერთგული ფინიასავით თვალებში შეაციცინდება მტერს შევცდი და მაპატიეო ეტყვის

მხოლოდ კაცი რკინის გულით, ნამდვილი მამულიშვილი, რაინდი თავისუფლებისა, აიტანს ყოველივეს და ბოლომდე დარჩება იმად, რაც ადრე იყო.

საკუთარი პრინციპების ღალატს არასვისთვის და არასოდეს მოუტანია კარგი.

გავდივარ უდაბნოს ბოლოს და უკანასკნელ ლოდზე ამოტვიფრულ წარწერას ვეძებ, იქვე საფლავია ამოთხრილი, უცხედრო საფლავი?! მივიხედ-მოვიხედე, ოდნავ მოშორებით თეთრი მარმარილოს ქვას წავაწყდი. წარწერა ახალი უნდა იყოს. “პოლიტიკოსთა უგუნურების მსხვერპლი”. მარმარილოს “ცხელი” სისხლის ფართო ლაქები აჩნია. იქვე ოთხციფრიანი თარიღია. ყველა კუთხოვანია. ბოლო ციფრის გარჩევა გამიჭირდა. მისი ზედა და ქვედა ნაწილი ჩამომტვრეულია. ბოლო ციფრი უნდა იყოს 4 ან 9 /ე.ი. 1994 ან 1999/

ნეტავი, ვინ კიდევ?

იქნებ... “რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების”. უკან ვბრუნდები. თავს უკანასკნელად ვატრიალებ უდაბნოსაკენ და მხოლოდ ახლა-ღა ვანჩნევ პატარა, მრგვალ ქვას. ხელში ვიღებ, თბილია, თითქოს ფეთქავს კიდეც, ლათინურად აწერია ”შთABO”

ცრემლმორეული ვტოვებ უდაბნოს და ჩემთვის ვამბობ:

გმადლობ, უფალო იმედისათვის!

მეთოფეთ კვლავ სძინავთ.

ციხის ქონგურზე ქართული დროშის ნაცვლად მტრის დროშა ფრიალებს.

ქარი ქრის. ბუნება იზმორება. გაღვიძება სურს, მაგრამ უჭირს.

ერთ_ერთ მეთოფეს ვაღვიძებ. თვალებს ზარმაცად ახელს, ტუჩებზე თითს იდებს და “სსუ”, მანიშნებს.

_ გაიღვიძე! _ არ ვეშვები მე.

_ მეშინია! _ მპასუხობს.

_ რისი, ან ვისი? – მიკვირს.

_ მომკლავენ, სანამ მძინავს, არ ვარ საშიში.

_ რა დროს შიშია, ნუთუ დაგტოვა რწმენამ?

_ ეეჰ, რის რწმენა, რა რწმენა! _ უიმედოდ ჩაიქნია ხელი.

_ ღვთის შემოქმედის რწმენამ! _ ვუპასუხე მე.

ისეთი თვალებით შემომხედა ჭკუანაკლულს რომ შეხედავენ თანაგრძნობით და სიბრალულით. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ხვრინვა ამოუშვა.

ახლა ციხისთავს ვაღვიძებ.

იგივე ისტორია, როგორც იქნა გაახილა თვალები.

_ მე ციხისთავი ვარ მკვდარივით უნდა მეძინოს. თუ გავიღვიძე პირველს მომკლავენ. თქვა და ძილს ანახლებს. ცოცხალი, მღვიძარე კაცი გამოჩნდა. ერთი ჯებენოინის შთამომავლის ირანული ღიმილი და “მეგობარი” ჩრდილოელის ვერაგობა აღბეჭდოდა სახეზე, მოახლოებულმა ტყვიებივით მესროლა სიტყვები:

_ არა კაცი არ გამოჩნდა ხომ ხედავ თქვენს შორის.

ასეთია შიშის ძალა! ეშმაკის ნაშიერს ბრწყინვალედ შეესწავლა ქართული.

სისხლი მომაწვა ყელში.

_ ეჰეი, ურჯულო! _ დვჭექე მე, შენც ისე გიპასუხებ, როგორც შენნაირს უპასუხა ჩემმა დიდმა წინაპარმა.

“ ღმერთმა მოგვცნა ხელთა თქვენთა არა სიყვარულისა თქვენისათვის, არცა საქმეთა თქვენთათვის კეთილთა, არამედ რამეთუ არა დავიმარხნეთ ჩვენ მცნებანი მისნი”

მტერი დამცინავ ღიმილს არ მაშორებს სახიდან, მათრახის წვერით კეფას იფხანს და მეუბნება:

_ მე არ მოგკლავ შენ, თვითონ შენნი დაგკორტნიან, საზარელი სიკვდილი გელის! რომელი დავითი შენ მყავხარ ღლაპო, ხომ ხედავ, რა დიდი ვართ, თქვენ კი აი, ამოდენა და მიჩვენა მათრახის ის წვერი რომლითაც რამოდენიმე წუთის წინ კეფას იფხანდა.

_ დამკორტნიან.

_ დამკორტნიან ჩემნი _ ვიმეორებ გულში, რაღაც მენიშნა კიდეც.

მგონი ერთადერთი სიმართლე იყო რაც მან თქვა

ბრაზმორეულმა მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და ეს სიტყვები მივახალე პირში:

_ თქვენ დიდი კი არა ბევრი ხართ, დიდი ჩვენა ვართ! ხელი ჩავიქნიე და სწრაფად გამოვბრუნდი. თუმცა გზად მისი სიტყვები ამეკვიატა: დამკორტნიან, ჩემნი დამკორტნიან.

_ რა ღრმად ჩაფლულან “ჩემნი” ცოდვებში, სულმთლად გახრწნილან, “დიდ” მეძავს საწმერთულგახდილ კახპად უქცევია ჩემი ქვეყანა. თუმცა მსგავსი მაგალითის ნაკლებობას არასოდეს განვიცდიდით.

_ ფარისეველთა საუფლო.

დიდი პაპის დატოვებული მამულის გამნიავებლ_განყიდველნი, უხერხემლო მამულიშვილნი!

ენაგძელნი და საქმე მოკლენი.

ორი წიგნის წამკითხველს თავი დავით აღმაშენებელი და რუსთველი რომ ჰგონია.

როდესაც ერი ღმერთს სულს აძლევდა ღმერთი მას ძალას ანიჭებდა:

“ თქვენ მომცენით გულნი თქვენნი და მე მოგეც ძალა ჩემიო”

ვიმარჯვებდით კიდეც.

ჭირშიც კი მტკიცედ მდგართ, უფალი ყოველთვის გვიცავდა. საამაყოც ბევრი გვქონდა მიტომაც.

წმინდა კეთილმსახური დავით აღმაშენებელი ორმოცდათექვსმეტი ათასი კაცით ოთხასიათას ურჯულოს რომ შეება, მაშინაც დიდნი და ღვთისათვის საყვარელნი ვიყავით. დიდგორს რომ დავმარცხებულიყავით კიდევაც, მაინც გამარჯვებული ვიქნებოდით, რამეთუ დავითს უკანდასახევი გზა თვითვე ჩაეხერგა... ეს კი უკვე გამარჯვებამდელი გამარჯვება იყო.

განა საამაყო არ არის, როცა ასიათასმა თბილისელმა ქრისტეზე უარის თქმას სიკვდილი ამჯობინა.

მათი სისხლით წითლად შეიღებაო მტკვარი _ გვამცნობს მემატიანე. ქეთევანს რომ ურჯულონი ძუძუებს შანთით უწვავდნენ, მტერიც კი გააოგნა მისმა სიმშვიდემ, ფერფლად ქცევამდე ღვთის სადიდებელ სიტყვებს იმეორებდა დედოფალი.

მაშინაც საამაყო გვქონდა.

თამარის დროს, პირველად ჩვენს სახელმწიფოში რომ სიკვდილით დასჯა გაუქმდა მაშინაც საამაყო გქონდა. უპატიოსნესი და აღმატებით უზესთაესი დედაღვთისა თავის მხოლოდშობილ ძესთან ერთად ხარობდა სახიერებისა ჩვენისა გამო და გვმფარველობდა კიდეც.

ეს ყველაფერი იყო.

დღეს კი რანი ვართ? რად ვიქეცით, რით ვიწონებთ თავს! ფერისცვალება გასაოცარი:

სიკეთეს ბოროტება დავარქვით, ბოროტება კი სიკეთეთ მოვნათლეთ. ქვეყნისა და ერის ღალატი მამულიშვილობადაა მიჩნეული. ყველა თავის ნაჭუჭში ჩაკეტილა. მთავარია დააგროვოს, შეიძინოს, მოიხვეჭოს. ეს ის ყველაფერია რასაც იქ ვერ წაიღებ.

ის კი რაც მართლა იმ ქვეყნად წაჰყვება, რაც მარადიული სიცოცხლისათვის გამოადგება,

_ არ ახსოვთ!

_ არ უნდათ!

_ არ სჯერათ!

ასეთებს მაცხოვარი სამსჯავროზე ატყვით: მე არ გიცნობთ თქვენ, განვედით ჩემგან!

ადამიანს ორი სახელი უნდა ჰქონდეს: დასტოვებელი და იქ წასატანი. თუ ერი ვართ _ უნდა ვიეროთ. თუ, ბრბო, მაშინ სწორი ყოფილა ჩვენი მარადიული მტერი, რომელიც ყოველ გაფაჩუნებაზე მწარე შოლტს გადაგვკრავს ზურგზე და ტკივილისაგან გულწასულთ წყალსაც არ გვაპკურებს გამოსაცოცხლებლად. თუ ასე გაგრძელდა, ოდესღაც დიდი საქართველოს /”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო” – მ. ლებანიძე / დიდი მეზობელი დაეპატრონება.

მე არ მინდა ბრბოს წარმომადგენელი ვიყო. მე ჩემი ერის კაცობა მსურს, მისთვის სამსახური, მისთვის სიკვდილი!

ცალ ხელში ჯვარი, ცალში კი ხმალი.

_ ოო, ვგოდებ, უფალო, დაბრმავებულ ბრბოს დავტირი ერადყოფილს.

_ ვგლოვობ შეგინებულ ჩალისფერ დროშას!

_ დავტირი მარად მძინარეთ და დედის საშოშივე მკვდრად ჩასახულ ნაყოფს!

_ დავტირი ხუცესს, მტრის შიშით, მალვით რომ იძლევა ლოცვა _ კურთხევას!

_ დავტირი ტაძარს, გამოკეტილს და გაუქმებულს, დარჩენილს უმღვდლოდ!

_ დავტირი ქალწულს, რომელსაც ამირანის ნაცვლად მთვლემარე ჰერმოფროდიტი შეატყუეს!

_ დავტირი ენას, გაუქმებამდე მისულს! _ დავტირი გონებას დარჩენილს აზრის გარეშე!

_ დავტირი სინდისს, დარჩენილს ქეჯნის გარეშე!

_ დავტირი გულს, სიკვდილივით ცივს, გრძნობადაკარგულს!

_ დავტირი სულს, სადაც აღარ არის ალაგი ღვთისათვის!

_ დავტირი პირუტყვად ქცეულ საბრალო ადამიანს, ფოთლის შრიალიც რომ აფრთხობს შიშშეპყრობილს!

_ და დავტირი საკუთარ თავს, რამეთუ ხმა ჩემი ყოველ წინასწარმეტყველის მსგავსად რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!”

ბოლოთქმის მაგიერ

ახალი იერემია ჩაექოლათ ერის გაღვიძებული სინდისისათვის, დიდი შენობის კედელთან ეგდო მისი საზარლად დამახინჯებული და დასახიჩრებული გვამი.

ამოდენა ქალაქში კაცი არ აღმოჩნდა მისი მშველელი. მაყურებელი კი რამდენიც გნებავთ _ ბევრზე ბევრი.

უფრო მეტიც: არაფერი წამოგცდეთო, ერთმანეთს აფრთხილებდნენ. მიცვალებულს თვალები ღიად დარჩენოდა. მაყურებელთაგან ერთმა მადლიანმა ჩამოუსვა სახეზე ხელი და ჯერ ისევ თბილი თვალები ადვილად დაემორჩილა უცხო კაცის თითებს. ოდნავ დამცინავი ღიმილი კვლავინდებურად იხატებოდა მის გასისხლიანებულ სახეზე.

ეს საზარელი კაც_კვლა იმ ერთადერთი მღვიძარე კაცის ნამოქმედარი იყო. აკი დაემუქრა კიდეც.

“შენიანები მოგკლავენო შენ”. სწორედ მან გააღვიძა მძინარე მეთოფეები, ახალი იერემიასი და მისი მცირე მიმდევართა ამოჟლეტა უბრძანა.

მსტოვრებს მოეტანათ ამბავი: მცხეთას ახალი იერემიას მოწაფენი გამოღვიძებულან და სვეტიცხოვლის ტაძართან იყრიანო თავს.

სავლე სასწრაფოდ შემოახტა ულაყს და აბა ბიჭებო, მცხეთისაკენო -_ უბრძანა მეთოფეთა. იგი ჰარში ხმლის ენერგიული ქნევით წინ მიუძღოდა ძმათა სისხლმოწყურებულთ და სიუს ტომის ინდიელივით დასჭყივლებენ ხანი_ხან.

ოფლში შეცურებულნი ცხენკაცნი ფლოქვების ხმას თავიანთ გულისცემას აყოლებდნენ, ნაძალადევი ღიმილი და უფრო მეტი სასოწარკვეთა აღბეჭდოდა თითოეულ მათგანს სახეზე.

_ და ჩამოწვა ბნელი მზე, კარგა ხანია ჩაიძირა, სიბნელემ მოიცვა სამყარო.

მხედრები შედგნენ, ჩიტების ჭიკ_ჭიკიც ახლა გაიგეს, ხეთა ჩურჩულიც და ბალახთა შრიალიც. მცხეთა ახლოს იყო. სვეტიცხოვლის ზარების ხმებმა თითქოს გამოაფხიზლა, არა უფრო შეძრა მხედარნი.... და გაისმა ხმა ზეციდან:

“ რაისთვის მდევნი, სავლე მე?”

რაისთვის მდევნით, გზააბნეულნო?

გიორგი ჭანტურია.

1985 წლის 4 აპრილი.

“სუკის” იზოლატორი, საკანი # 21.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი ჭანტურია.

1985 წლის 4 აპრილი.

“სუკის” იზოლატორი, საკანი # 21.

იგივე

დირე

2010 წლია 27 სექტმებრის მიწურული.

ისევ სუკის იზოლატორი... ამჯერად გაცილებით დიდი. საკანი ნომერი 5.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

მაპატიე, მაგრამ

ბაჩუკი ქარდავა ვერ გამოდგება გია ჭანტურიას მემკვიდრეთ

გიას ვიცნობდი პირადად, ყველა ცემიანი ედეპეშნიკი ( ესე ეძახდნენ მაშინ) იყო

ამ ტიპს უბრალოდ არ ვენდობი ი ვსე

ბაჩუკი ქარდავა არ არის გამოკვეთილი ლიდერი დღევანდელ ედეპეში. გოგა გოგნიაშვილი, გურამ ჩახვაძე და სხვებზე რას იტყვით ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)

მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”

თავმჯდომარე: ბაჩუკი ქარდავა

პოლიტ. მდივანი: გიორგი გოგნიაშვილი

პარტია დაარსდა 1981 წელს, რეგისტრაცია გაიარა 1992 წელს, ხელახალი რეგისტრაცია კი 2009წ.

პარტიის დევიზია: სიმართლე ყველგან და ყოველთვის.

პარტიის იდეოლოგიური მიმდინარეობა: მემარჯვენე-ცენტრისტული.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხში პარტიის საპროგრამო პრიორიტეტი: სამხარეო. სახელმწიფო მოწყობის საკითხი-კონსტიტუციური მონარქია.

პარტიის ზოგადი საპროგრამო პრიორიტეტები:

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ეკლესიის განსაკუთრებული როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლური ღირებულებების ერთგულება;

პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა:

ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის წევრთა ყრილობა, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ მოიწვევა. აღმასრულებელი ორგანოა კომიტეტი, რომელიც 21 წევრისგანაა დაკომპლექტებული და ასევე 2 წლით ირჩევა. პარტიას გააჩნია 7 წევრიანი პრეზიდიუმი. კომიტეტის წევრები არიან: ბაჩუკი ქარდავა, გიორგი გოგნიაშვილი, გურამ ჩახვაძე, თენგიზ შარმანაშვილი, პაატა საყვარელიძე, კახა ჯიქია. პარტიის ლიდერს ირჩევს ყრილობა. პარტიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 1500 კაცს, აქედან 700 აქტიურია. პარტიას 1993 წლიდან გააჩნია ახალგაზრდული მოძრაობა-“ახალგაზრდა ეროვნულ დემოკრატები”, რომლის ლიდერია გიორგი გოგოლაძე.

პარტია 2009 წლიდან გაერთიანებულია ახალგაზრდულ ორგანიზაცია NDC-ში.

მისამართი:

ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 21

ტელ: 931244

ფაქსი: 931244

ვებსაითი: www.edp.ge

საკონტაქტო პირი პაატა საყვარელიძე

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) -- მემარჯვენე მიმართულების, ერთ-ერთი ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე 1988-1999 წლებში. ედპ თავს მოიაზრებს, როგორც კალისტრატე სალიას მიერ 1918 წელს დაარსებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მემკვიდრეს.

ისტორია [რედაქტირება]

პარტია დაარსდა 1988 წელს გიორგი ჭანტურიას მიერ. 1990 წელს იყო "ეროვნული კონგრესის" თანადამფუძნებელი და გამოდიოდა ბლოკ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" წინააღმდეგ. ამის გამო ბოიკოტი გამოუცხადა უმაღლესი საბჭოს არჩევნებს 1990 წლის შემოდგომაზე.

1990-1991 წლებში იყო ზვიად გამსახურდიას, ხოლო შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ოპოზიცია. პოპულარობის პიკი ჰქონდა 1993-1995 წლებში. 1994 წელს გიორგი ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა მისი ქვრივი ირინა სარიშვილი. პარტიამ წარმატებას მიაღწია 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გადალახა რა 5%-იანი საარჩევნო ზღვარი.

ჭანტურიას მკველობის შემდეგ გაჩენილი უთანხმოებები პარტიის თავმჯდომარეობის თაობაზე მალე გაღრმავდა და არჩევნების შემდეგ ის ორად დაიშალა. ჯგუფმა მამუკა გიორგაძის მეთაურობით შექმნა ახალი პარტია "სახალხო მოძრაობა". ამის შემდეგ ედპ ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 7%-მდე. [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1999) |1999 წლის არჩევნებში]] ის მონაწილეობდა რესპუბლიკელებთან და მრეწველთა პარტიასთან პოლიტიკური ალიანსში „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო და ვერ გადალახა 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში დამარცხებას მოყვა ალიანსის დაშლა 2001 წლის ივლისში.

2003 წლის არჩევნებში ედპ გაწევრიანდა ალიანსში "ახალი საქართველოსთვის" მმართველ მოქალაქეთა კავშირთან ერთად. ალიანსმა, ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21,% მიიღო. არჩევნების ასეთმა შედეგმა საყოველთა მღელვარება გამოიწვია, რაც ვარდების რევოლუციით დასრულდა. ამის შემდეგ ირინა სარიშვილმა პარტია დატოვა და თავმჯდომარე გახდა ბაჩუკი ქარდავა.

ედპ მონაწილეობდა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ტრადიციონალისტთა პარტიასთან ერთად, მაგრამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი. 2008 წლის ნოემბერში პარტიამ მოიგო შუალედური არჩევნები დიდუბის საარჩევნო ოლქში და მაჟორიტარ დეპუტატად გაიყვანა გურამ ჩახვაძე.

პოლიტიკური პლატფორმა [რედაქტირება]

პარტიის პროგრამის მიხედვით, ედპ-ს მიზანია, საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, დემოკრატიის დამკვიდრება, ადამიანის უფლებების დაცვა და საქართველოს ეკონომიკური აღორძინება, საბაზრო პრინციპებზე აგებული და საკუთრების სხვადასხვა ფორმებზე დამყარებული ეკონომიკური მექანიზმის შექმნას, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის მშენებლობას. ედპ აღიარებს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას და აუცილებლად მიიჩნევს ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობებისა და კერძო ინიციატივის სამართლებრივი გარანტიების დაფუძნებას.

ედპ იზიარებს ქრისტიანული დემოკრატიის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრინციპებს. ედპ-ს პროგრამის მიხედვით, პარტია ერთგულია მართლმადიდებლური ღირებულებებისა და დედაეკლესიისა. პარტიას მიაჩნია, რომ ერის სულიერი ცხოვრება ეკლესიამ უნდა წარმართოს.

მე პირადად სიმბოლურად და კარგ ნიშნად მიმაჩნია ის რომ ედპ აქტიურად ბრუნდება ქართულ პოლიტიკაში, რადგან ედპ ქართულ პოლიტიკაში ჩნდებოდა მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისთვის და ედპ - ს ორივე გაელვება ქართულ პოლიტიკაში ( მეოცე საუკუნის დასაწყისსა და მეოცე საუკუნის ოთხმოციან - ოთხმოცდაათიან წლებში ) დასრულდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებით და ამ ორივე ეპოქაში ეროვნულ დემოკრატიული პარტია იდგა თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში. იმედია ედპ - ს დღევანდელი გააქტიურება საქართველოს სრული დეოკუპაციითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დასრულდება.

მეც სიმბოლურად მიმაჩნია რომ სუკის აგენტების პარტია, ნაც.ბოლშევიკური პარტიის ვაზელინისებრთა ოჯახის წარმომადგენელი გახდა

Edited by proletari
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

გურამ ჩახვაძე

გურამს ვიცნობ - ყოველთვის დინჯი და მოზომილი იყო, ჭკვიანიც

დიდი ხანი არ მქონია მასთან ურთიერთობა - გამკვირვებია მისი, ნაცებთან როგორ ურთიერთობს

რა ვიცი, იცვლებიან ადამიანები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გურამ ჩახვაძე

ერთი როჟა დადის ხოლმე ხშირად ვაჟაზე სამედიცინოს წინ, კოპიო სახვაძეა, მარა არ ვიცი ზუსტად ის არის თუ პროსტო გავს ვინმე, მაგრამ სახეზეც, ტანითაც ისაა, და ვზგლიადიც ეგეთივე იდიოტური, აფერისტული და პადხალიმური აქვს. ამდენი რამის მსგავსება არ გამიგია რა, ალბათ ეგაა, მარა ფეხით რატო დადის, ვერ უყიდეს ნაცებმა ოპელი მაინც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

გურამს ვიცნობ - ყოველთვის დინჯი და მოზომილი იყო, ჭკვიანიც

დიდი ხანი არ მქონია მასთან ურთიერთობა - გამკვირვებია მისი, ნაცებთან როგორ ურთიერთობს

რა ვიცი, იცვლებიან ადამიანები

მადა არ იცვლება :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

პარტია დაარსდა 1981 წელს, რეგისტრაცია გაიარა 1992 წელს, ხელახალი რეგისტრაცია კი 2009წ.

პარტია დაარსდა 1988 წელს გიორგი ჭანტურიას მიერ. 1990 წელს

იქნებ ამიხსნათ შამილ ბატონო,როდის დაარსდა ე.დ.პ.

ბაჩუკი ქარდავა არ არის გამოკვეთილი ლიდერი დღევანდელ ედეპეში. გოგა გოგნიაშვილი, გურამ ჩახვაძე და სხვებზე რას იტყვით ?

ჩახვაძეზე ცუდი აზრის არ ვარ,მაგრამ როგორ გახდა დეპუტატი მე მგონი ყველას გვახსოვს.

დიდუბის მანდატზე საგანელიძემ რომ უარი თქვა,დამატებით არჩევნებში ნაცებმა კანდიდატი არ დაუყენეს და ისე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

იქნებ ამიხსნათ შამილ ბატონო,როდის დაარსდა ე.დ.პ.

ზუსტად წელი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სადღაც 19 საუკუნის ბოლოსა და მეოცის დასაწყისში, მაგრამ სამწუხაროდ დამარხცხდნენ მაშინდელ სოციალ-დემოკრატებთან, რასაც ფაქტიურად მოჰყვა კიდეც 1921 წლის კატასტროფა ქართული სახელმწიფოსთვის.

ეს უკანასკნელი საცოდაობა კი 1988-ში "აღადგინეს", ვითომდაც იმ ძველი იდეალების აღსადგენად, მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად ის გააკეთეს, რაც თავის დროზე სწორედ სოციალ-დემოკრატებმა.

post-5198-043985900 1285651371_thumb.jpg

"დიადი რევოლუციონერები"!!! რამხელა სიხარული და ბედნიერება გამოსჭვივის მათს თვალებში, მათ ხომ სულ ახლახანს დაამხეს პირსისხლიანი Fაშიზმი და ტირანია საქართველოში?!

ამ სურათზე მინიმუმ ერთის სუკის აგენტობა მემგონი ეხლა უკვე არავისთივს სიახლესა და სადაოს აღარ უნდა წარმოადგენდეს.

სუკის აგენტში თუ სარიშვილს გულისხმობთ მაგ ვერსიას დღევანდელი ედეპეს ხელმძღვანელობას ავითარებს და სარიშვილი გარიცხეს პარტიიდან 2004 წელს რუსეთის სპეცსამსახურებთან და გია ჭანტურიას მკვლელებთან კავშირის გამო. გია ჭანტურია მოიშორა კრემლის სპეცსამსახურებმა.

ირინა სარიშვილს შეგზავნილს ედეპეში სუკის მიერ შეგზავნილს უწოდებს ედეპეს დღევანდელი ხელმძღვანელობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ბაჩუკი ქარდავა არ არის გამოკვეთილი ლიდერი დღევანდელ ედეპეში. გოგა გოგნიაშვილი, გურამ ჩახვაძე და სხვებზე რას იტყვით ?

Одного поля ягоды

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...