Jump to content
Planeta.Ge

ფარნავაზი (356-264)


Recommended Posts

ფარნავაზი (356-264)

 

http://s55.radikal.ru/i149/0812/2a/f000859e5398.jpg

 

პირველი ქართველი მეფე. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი, ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.

 

ფარნავაზი იყო "მცხეთის მამასახლისთა" შთამომავალი. ძველი წელთაღრიცხვის 329 წელს ფარნავაზი აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ აზოს და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. მისი მეფობა სელევკიდებმაც აღიარეს. მანვე იბერიის სამეფოს შემოუერთა კოლხეთი და პირველმა გააერთიანა საქართველო.

 

ფარნავაზსავე მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეფორმები. მან დაყო სამეფო მარგვის, კახეთის, ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის, ეგრისისა და შიდა ქართლის საერისთავოებად, რომელთაც სათავეში ერისთავები ჩაუყენა. ჩაატარა, ასევე, რელიგიური რეფორმა: ქართლის მთაზე აღმართა ქვეყნის მთავარი კერპი - არმაზი და სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოაცხადა.

 

აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული ტრადიცია ქართული დამწერლობის შემოღებასაც სწორედ ამ მეფის სახელს უკავშირებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...