Jump to content
Planeta.Ge

ნიკო ფიროსმანი (1862-1918)


Recommended Posts

ნიკო ფიროსმანი (1862-1918)

 

http://s50.radikal.ru/i127/0812/95/867486f5bc76.jpg

 

ქართველი მხატვარი, პრიმიტივისტი.

 

ამ უდიდესი ქართველი მხატვრის შესახებ ბიოგრფიული ცნობები ძალზე მწირია და უმთავრესად მისი გარდაცვალების შემდეგაა შეკრებილი. ნიკო ფიროსმანი იყო სოფელ მირზაანიდან, თბილისში ის დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ გადმოვიდა საცხოვრებლად. ხატვით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული და ბევრსაც ხატავდა. საგანგებო სამხატვრო განათლება ნიკოს არ მიუღია, რაც ეტყობა კიდეც მის ნამუშევრებს, თუმცა ეს ფაქტორი ერთგვარად ხელსაც კი უწყობს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას.

 

1880 წელს ნიკოს თვითნასწავლ მხატვარ გ. ზაზიაშვილთან ერთად გაუხსნია ფერწერის სახელოსნო, სადაც შეკვეთებს ღებულობდა აბრებზე. 1890-94 წლებში ის კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე. მუშაობას რომ თავი დაანება, კვლავ თბილისში დაბრუნდა, სადაც მედუქნეებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. შემდეგ ვაჭრობაშიც უცდია ბედი და გამართლებია კიდეც, მაგრამ ტრაგიკული სიყვარულის გამო ყველაფერი დაუკარგავს.

 

ნიკო უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახატებით მის სიცოცხლეშივე იხიბლებოდნენ. მისთვის დახმარება "ქართველ მხატვართა საზოგადოებასაც" გაუწევია. ფიროსმანის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა პირველ დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს.

 

ფიროსმანის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად სხვადასხვა პირთა ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს ("ბეგოს კამპანია", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "თავადების ქეიფი მინდვრად" და სხვა). მხატვარს განსაკუთრებით იზიდავდა პეიზაჟი და სოფლის ცხოვრება ("რთველი", "დღეობა ბოლნისში", "გლეხის ქალი ვაჟით" და სხვა). განსაკუთრებული პოეტური ოსტატობითა და გამომსახველობითაა აღბეჭდილი მის მიერ დახატული ღამის სცენები ("არსენალის მთა ღამით", "დათვი მთვარიან ღამით"). ასევე ხშირად გვხვდება მის შემოქმედებაში პორტრეტებიც ("გოგონა ბუშტით", "მეეზოვე", "აქტრისა მარგარიტა").

 

ნიკო ფიროსმანაშვილი 1918 წლის აღდგომა დღეს, მარტოობაში გარდაიცვალა. მისი საფლავი დღესაც უცნობია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...