Jump to content
Planeta.Ge

2011 წლის 25 თებერვლის ანტისაოკუპაციო აქცია


Recommended Posts

საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის - საქართველოს დეპოკუპაციის ფრონტის ( საეგმ - სდფ ) 2010 წლის 18 სექტემბრის მიმართვა

 

 

 

 

 

საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის - საქართველოს დეპოკუპაციის ფრონტი ( საეგმ - სდფ ) მიმართავს სრულიად საქართველოს, მთელ ქართველ ერს, უკლებლივ ყველა ქართველსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს 2011 წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდეს საყოველთაო ეროვნული, გრანდიოზული ანტისაოკუპაციო გამოსვლა, საქართველოს სრული დეპოკუპაციის მოთხოვნით !საქართველოს დედაქალაქში, საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში, ყველა დასახლებულ პუნქტში, უნდა მოეწყოს მშვიდობიანი, არაშეიარაღებული, ანტისაოკუპაცი გამოსვლები ! საყოვეთაო გრანდიოზულმა ანტისაოკუპაციო გამოსვლებმა 2011 წლის 25 თებერვალს უნდა მიიღოს მსოფლიო, პლანეტარული მასშტაბები. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა ქალაქში, როგორც ევროპის, ასევე ამერიკის კონტინენტზე, სადაც კი ცხოვრობენ ქართველები და საქართველოს მოქალაქენი უნდა მოეწყოს მშვიდობიანი გამოსვლები საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით !მოვუწოდებთ ყველას, როგორც კერძო პირებს, ასევე პოლიიკურ გაერთიანებებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უმაღლეს სასწავო დაწესებულებებს, ტელევიზიებს, რადიო მაუწყებლობებს, ხელისუფლებას, ოპოზიციას, ერთი სიტყვით უკლებლივ ველას ყოველდღიური, ენერგიული და აქტური პროპაგანა გაწიონ 2011 წლის 25 თებერვლის საყოველთაო პლანეტარულ ანტისაოკუპაციო აქციას, რომელიც თავისი გრანდიოზულობითა და მასშტაბებით უნდა იყოს უაღმატებულესად უპრეცედენტო ქართველი ერის ისტორიაში !

 

 

 

საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის სახელით : ირაკლი წერეთელი

 

იხილეთ ირაკლი წერეთლის მიმართვა ქართველი ერისადმი :

 

 

 

 

 

 

 

დეოკუპაციის ფრონტის გვერდი ფეისბუქზე : http://www.facebook.com/saegm?ref=sgm

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაა, ცოცხალია წერეთელი?

ვბრუნდებით ოკუპანტების და მოღალატე რუსეთუმეების რისხვად !

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

შენი სახელით გააკეთე განცხადება,უფრო მოგისმენენ და პატივსაც გცემენ ....დამიჯერე :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიმართვაა, ყველა მიმართვას ვემხრობი, რომელიც საქართველოს დეოკუპაციას ეხება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

25 თებერვლამდე შეიძლება დეოკუპაცია აღარ იყოს საჭირო, რუსეთის ფედერაციაში ვიქნებით უკვე :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“არცერთი პრობლემა არ შეიძლება გადაწყდეს აზროვნების იმ დონეზე, რა დონეზეც ის შეიქმნა” /ა. აინშტაინი/. ანუ პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია აზროვნების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა და აზროვნების იმ დონიდან მისი გადაჭრა.

იქნებ უკვე დროა გავერკვეთ ჩვენი განვითარების შემაფერხებელ მიზეზებზე? იქნებ დროა გავერკვეთ კანონზომიერებაში, თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში ქვეყნისათვის ისეთი სიმძლავრის შექმნა საიდანაც იწყება ქვეყნის ბუნებრივი განვითარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

“არცერთი პრობლემა არ შეიძლება გადაწყდეს აზროვნების იმ დონეზე, რა დონეზეც ის შეიქმნა” /ა. აინშტაინი/. ანუ პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია აზროვნების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა და აზროვნების იმ დონიდან მისი გადაჭრა.

იქნებ უკვე დროა გავერკვეთ ჩვენი განვითარების შემაფერხებელ მიზეზებზე? იქნებ დროა გავერკვეთ კანონზომიერებაში, თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში ქვეყნისათვის ისეთი სიმძლავრის შექმნა საიდანაც იწყება ქვეყნის ბუნებრივი განვითარება.

რა ნაცნობი ტექსტია, პალადინებთან მეგობრობ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერტხელ ვიკითხე და ისევ გავიმეორებ ჩემს შეკითხვას - რამდენად დიდზეა გაშლილი ეს ფორნტი?

 

ისე ახლა ვნახე და ბასილ კობახიძეა თურემ გაწევრიანებული მაგ ფრონტში, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს ამ ინიციატივს სიცრუეში

Edited by proletari
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იწყება ხოოოოოოო პუტინის ტრ.. კანკალი

არ იცის იმ საცოდავმა რა ელოდება :)

წერეთელი თუ აფეთქდა, დაენძრევა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვლადიმერ პუტინი ცოლად 24 წლის ალინა კაბაევას ირთავს...

 

 

არ შეიძლება თაფლობის თვე მაინც რომ ვაპატიოთ და მერე მივუნძრიოთ? ადამიანები ვართ ბოლო-ბოლო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაპატიეთ. ძალიან კარგი თემაა შესაკრებად.

ძალიან სასარგებლო.

ძალიან მაგარი.

 

 

მაგრამ.

 

არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის ვინც მად იქნებიან.

არ მჯერა რომ მათ საქართVელო უყვართ.

არ მჯერა რომ ეს ადამიანები სუფთები არიან.

არ მჯერა რომ რუსებს რომ მიეცათ შანსი ნაფტალინიდან ამოღების, იმათ მიტინგებს არ დაესწრებოდნენ.

 

მრცხვენია ამ ხალხის გვერდით დგომა.

 

მე მაპატიეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მრცხვენია ამ ხალხის გვერდით დგომა.

 

კონკრეტულად კი აი ამის ჩამდენი ხალხის!!! :

post-5198-024378900 1285580122_thumb.jpg

 

 

ვინც არ იცით ან არ მოსწრებიხართ ამ ამბებს, ცნობისათვის:

 

ესაა 1991 წლის სექტემბერი ან ოქტომბერი (შეიძლება თვე არასწორად მახსოვს), ავტორები "ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია" და ნაწილობრივ ედპ-ც.

 

 

მაგათმა ერთხელ დაამხეს უკვე საქართველოსი პირსისხლიანი დიქტატურა, მემგონი ეყოფათ უკვე ისტორიაში შესასვლელად, მეტს ნუღარ გაირჯებიან, გმადლობთ!

Edited by Achiko1972
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის ინიციატორთა დასი, 2010 წლის საღამოს 6 საათზე იკრიბება მეტროს სადგურ "წერეთელი"-ის შესასვლელთან. ახლოს მდებარე დარბაზში ჩატარდება სამუშაო შეხვედრა სადაც განიხილება 2011 წლის 25 თებერვლის საყოველთაო ნაციონალურ-პლანეტერულ, ანტისაოკუპაციო დემონსტრაციასთან დაკავშირებული რიგი ტექნიკურ-ორგანიზაციული საკითხები.

 

აღნიშნული სამუშაო შეხვედრის შემდეგ, უახლოესი მომავლისთვის იგეგმება სხვადასხვა სახისა და მასშტაბის გაფართოებული შეხვედრების ჩატარება დეოკუპაციის საკითხზე, რომელსაც ექნება პერმანენტული, აღმავალი ხასიათი.

 

იმედი გვაქვს თქვენი და ყველა ქართველის თანადგომის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...