მდა Posted December 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2008 ვლადიმერ ფუთურიძე (1893-1966) http://s47.radikal.ru/i116/0812/b4/62ac131380bd.jpg ქართველი ირანისტი, სპარსული პალეოგრაფიისა და დიპლომატიკის ფუძემდებელი საქართველოში. ვლადიმერ ფუთურიძემ 1917 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი. 1930 წლიდან ის მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის საისტორიო-საარქეოლოგიო ინსტიტუტში, 1935 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა სპარსულ, ენას, ირანის ისტორიასა და პალეოგრაფიას. მან შეადგინა რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო-ქრესტომათია. 1960 წლიდან გარდაცვალებამდე ფუთურიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სპარსული ფილოლოგიის განყოფილებას, იკვლევდა სპარსულ საისტორიო და გეოგრაფიულ თხზულებებში დაცულ ცნობებს საქართველოს შესახებ. მან თარგმნა და სპარსულ ტექსტთან ერთად შენიშვნებითურთ გამოაქვეყნა ისტრახის, ჰამდალაფ ყაზვინის და სხვათა მასალები. მანვე შეისწავლა და გამოაქვეყნა საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ორენოვანი (ქართულ-სპარსული) და სპარსული ისტორიული საბუთები. ვლადიმერ ფუთურიძეს ეკუთვნის ასევე საინტერესო ნაშრომები ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.