მდა Posted December 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2008 ალექსანდრე ფხაკაძე (1895-1968) http://s48.radikal.ru/i121/0812/4e/0cc3afab749a.jpg უკრაინაში მოღვაწე ქართველი ქირურგი, უკრაინის რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი. ალექსანდრე ფხაკაძემ 1921 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის დროს ის იყო კიევის საოლქო სამხედრო ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი. ომის დამთავრების შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ფხაკაძე განაგებდა კიევის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქირურგიულ კლინიკას. მან მნიშვნელოვანი მუშაობა ჩაატარა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესწავლის საქმეში. აღსანიშნავია, რომ ფხაკაძემ საფუძველი ჩაუყარა უკრაინაში გულმკერდის ქირურგიის განვითარებას. დაჯილდოებულია ლენინის 2 ორდენით. ალექსანდრე ფხაკაძე გარდაიცვალა და დაკრძალულია კიევში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.