Jump to content
Planeta.Ge

მეორედ მოსვლა ! მართლმადიდებლობა


Recommended Posts

Siknadmo

ვფიქრობ მაგარი ტყუილი წერია აქ :givi:

ტყუილი წერია. თუ გაინტერესებს და გამოკვლევა გინდა, შეგიძლია აიღო დარვინის ბიოგრაფია და ნახავ, რომ ეს ხმები, რომ თითქოს დარვინმა სიკვდილის წინ უარყო საკუთარი თეორია და მოითხოვა მღვდლის მისვლა რათა აღსარება ჩაებარებინა, გაჩნდა დარვინის სიკვდილის შემდეგ, ერთ-ერთ ყვითელ პრესაში. თუმცა ამის გადამოწმება, რომ დაიწყეს, ოჯახის წევრებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ დარვინის სიკვდილის ბოლო დღეებამდე მის გვერძე, უარყვეს მსგავსი ინფორმაცია.

 

ეხლა გააჩნია ვისი სიტყვას უფრო მეტი წონა აქვს, დარვინის ოჯახის წევრების სიტყვას, რომლებიც დარვინის სიკვდილამდე მასთან იმყოფებოდნენ თუ ჟურნალის ისტყვას.

 

დარვინის დამოკიდებულება რელიგიისადმი კიდე ცალკე თემაა. დარვინი იყო მორწმუნე, ეკლესიაში დაიდოდა, თუმცა მისი ცნობილი მგზავრობის დროს, როცა დაიბადა მის თავში ევოლუციის იდეა, იმის შემდეგ, დარვინი აღარ დადიოდა ეკლესიაში. თუმცა რამე კონკრეტული ანტირელიგური თემები და გამონათქვამები მას არ აქვს არც დაწერილი და არც ნათქვამი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 88
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

ჩიხში არა შესახვევში კიდე.   თანამედროვე ქართულზე რომ დაგეწერა ყველა ნახავდა რომ მაგ მუხლების მოყბვანით არაფერი არგუმენტი არ მოგიყვანია, პირიქით, ჩემ წისქვილზე ასხხავს ეგ წყალს.

აზრი

gruzian_ka   აჰა, გასაგებია. ესე იგი თურმე იმის თქმა გსურდა რომ თქვენი რელიგიური მიმდინარეობა, პრეტენზიას აცხადებს რომ იესოს სიტყვებს მიჰყვება, მაგრამ შიგა და შიგ, ცრუ წინასწარმეტყველი ბერებიც გამოერე

tokogio75

ისე ნახე ტო კითხულობს და გეუბნება რო დამიმტკიცეო, უმტკიცებ და მერე მაინც თავისას ამბობს და არ იჯერებს, ვისაც ყური აქვს ისმინოს ! ახლო არს ჟამი მეორედ მოსვლისა

Земле угрожают две масштабные катастрофы

По прогнозам испанских ученых, до конца XXI века часть территорий на Земле будет затоплена из-за подъема Мирового океана, а на других участках нашей планеты наступит ледниковый период. Об этом пишет РБК daily.

 

По подсчетам ученых из Университета Севильи, в ближайшие 100 лет Мировой океан совершит серьезное наступление на сушу. Исследователи считают, что причиной подъема воды в океане является глобальное потепление. До конца этого века под водой могут оказаться Дания, Нидерланды, Шотландия и Исландия. Угроза потопа коснется и островных государств Южного полушария, расположенных в Тихом и Индийском океанах.

 

Но Земле угрожает и другое природное бедствие. Из-за охлаждения морского течения Гольфстрим на территориях Великобритании, Ирландии и части Канады может наступить ледниковый период, считают ученые. Созданная компьютерная модель показала, что в настоящее время в Мировом океане наблюдаются процессы, аналогичные тем, что имели место быть на Земле в последний ледниковый период 20 тысяч лет тому назад. По словам исследователей, на тот момент в Атлантическом океане не было Гольфстрима.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინ ვნახე 2012 და მაგრად ვისიამოვნე :givi:

გამიჩნდა სურვილი ვიყიდო 3დ :nekro:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

გუშინ ვნახე 2012 და მაგრად ვისიამოვნე

ხო შენ რა გენაღვლება შეფრინდები ეგრევე სამოთხეში....ჩვენ ვიკითხოთ კუპრში ვინც გავადენთ ტყლაპანს:(

 

 

ნახე ის ებრაელებზე კინო? :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ხო შენ რა გენაღვლება შეფრინდები ეგრევე სამოთხეში....ჩვენ ვიკითხოთ კუპრში ვინც გავადენთ ტყლაპანს:(

 

 

ნახე ის ებრაელებზე კინო? :TAT:

კე, ცუდი კათოლიკეეეები, რომელთა არასწორმა ქმედებებმა საშინელ დღეში ჩააყენა ებრაული წარჩინებული ოჯახები :user:

 

 

ფილმი რა თქმა უნდა ისტორიულ წყაროებზეა დაფუძნებული :(

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ფილმი რა თქმა უნდა ისტორიულ წყაროებზეა დაფუძნებული

არა ვალენსიურ ზეპირსიტყვიერებაზე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ თქვა მეორედ მოსვლის თარიღი არავინ იცისო აბა იეღოველებს ჰკითხეთ თუ უცბად არ გიპასუხონ:)))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ თქვა მეორედ მოსვლის თარიღი არავინ იცისო აბა იეღოველებს ჰკითხეთ თუ უცბად არ გიპასუხონ:)))

qadagishvili

 

ვკითხეთ იეჰოვას მოწმეებს და არანაირი თარიღი არ დაუსახელებიათ. ასე რომ დემაგოგია და ცინიზმი ვერ გაგიწევთ დახმარებას იეჰოვას მოწმეებზე ხალხში უარყოფითი გრძნობების ჩათესვაში. :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტუმცა აგსარების სატქმელატ როცა კი მივსულვარ მამაზე ისეტი რამე გამიგია ვეგარაპერი მიტქვამს ნუ ტუმცა სჰენ სხვა რამეზე გაინტერესებს პასუხი კი ვიცი მეორედ მოსვლის შესახებ და მეშინია ძალიან ტან ამდენი რამე რომ ემტხვევა სულ ვგიჯდები ასე ახლოს და ნელნელა რო მოდის

რისი შეგეშინდა წვერების?

 

ვინ თქვა მეორედ მოსვლის თარიღი არავინ იცისო აბა იეღოველებს ჰკითხეთ თუ უცბად არ გიპასუხონ)

უკვე ვეღარ გიპასუხებენ მაგათაც ისწავლეს რაღაც რაღაცეები და ადრე რომ უშვებდნენ ისეთ შეცდომებს ეხლა აღარ დაუშვებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არ გავცემ არც ერთ კითხვას პასუხს, რომლის ავტორიც იქნება აზრი, რადგან მაინც არაფერი არ ესმის. ასე რომ რაც გინდათ ის წერეთ, ბოლო მაინც ერთი იქნება (იეღოველო)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ნიშნავს ველოდებით მეორედ მოსვლასო? ან რატო ელოდები? შენ იქნება ხვალ აღარ იყო ამ ქვეყნად და ის შენთვის მეორედ მოსვლა არ იქნება? იგივენაირად წარსდგები ღმერთის წინაშე როგორც მეორედ მოსვლას მოხდება, ეხლა რო ვიმარჩიელოთ როდის მოხდება ეს არ გვარგებს, ღმერთმა არ მოგვცა თარიღი და ეს შეგნებულად გააკეთა, აბა წარმოიდგინეთ მე რო ვიცოდე თარიღი ანუ დავუშვათ ზეგ მეორედ მოსვლაა, და ეხლა მე დღეს ცოდვებს ჩავიდენ ხვალ კიდე მეყვარები და კეთილი ბიჭი ვიქნები და ცოდვებს შევინანებ და ზეგ შევხვდები მეორედ მოსვლას? აი ამიტომაც სულ მზად უნდა ვიYოთ არავინ იცის როდის მოვა ძე ღვთისა იესო ქრისტე, მე კი მგონია რო ჯერ ეს დრო არ დამდგარა და მცდარია ის მოსაზრებები რო ილია მეორე ბოლო პატრიარქია და ა.შ. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ჩემს აზრს თქვენთვის არ მგონია ქონდეს რამე მნიშვნელობა ასე რომ ილოცეთ რადგან არავინ იცის როდის მოვა მეორედ მოსვლა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრს გაიგებთ აქედან...

 

წმიდა იოანე ოქროპირი

განსჯისათვის ცოცხალთა და მკვდართა

 

ჰოი, კაცო, მარადის გქონდეს შიში უფლისა, გახსოვდეს სიკვდილი და ის საშინელი დღე, როცა აღეგზნება და დაიწვება სამყარო, დადნება და დაიშლება ქვეყანა, განადგურდება მისი საქმენი. ვარსკვლავნი ჩამოცვივდებიან, როგორც ფოთლები, მზე და მთვარე დაბნელდება... როდესაც ძე ღვთისა, ზეციდან ქვეყნად გარდამომავალი გამოჩნდება, ცათა ძალნი ძრწოლას დაიწყებენ მის წინაშე, ხმა საყვირისა დასწვავს ყოველს და დაინთქმება უკეთურება. იქნება სასტიკი ქარნი, საშინელი მიწისძვრანი, საზარელი ქუხილნი, შემაძრწუნებელი მეხისტეხანი, რომლის მსგავსი არც არასოდეს ყოფილა და არც როდესმე მოიწევა მანამ, სანამ ამის დრო არ დადგება. ძალნი ცათანიც კი შიშით შეძრწუნდებიან იმ საშინელი ზარისაგან, რომელიც იმ დღეს იქნება.

 

ჩვენ როგორღა ვიქნებით, ძმანო ჩემნო, ამ შემაძრწუნებელ დღეს? საშინელი ძრწოლა შეგვიპყრობს ყოველს. გაიხსენეთ, რა დღეში იყვნენ ისრაელნი სინას უდაბნოში. მათ ვერ დაითმინეს სასტიკი ქარები, სიბნელე, საყვირის ხმა, ცეცხლის ალიდან გამოსული ხმა უფლისა და თხოვეს მას, აღარაფერი განეცხადებინა მათთვის, რადგან არ შეეძლოთ თავს ედვათ ღვთის სიტყვა. ისრაელისათვის უფლის ეს განცხადება საოცარი სიმშვიდით აღესრულა. მისი შედარება არც კი შეიძლება მეორედ მოსვლასთან, რადგან მაშინ უფალი რისხვით კი არ გარდამოვიდა ადამიანებზე, გულისწყრომით კი არ განსწავლა ისინი, არამედ უდიდესი სიკეთითა და სიმშვიდით, რათა ნუგეში ეცა და შესწეოდა მათ.

 

აწ ისმინეთ, ძმანო ჩემნო, თუ მაშინ თავისი სახიერების გამო ჩვენს ნუგეშინისსაცემად გარდამოვიდა უფალი და ვერ დავითმინეთ მისი მოსვლის ზარი, მიუხედავად იმისა, რომ არც ცა აღენთებოდა, არც სამყარო დნებოდა, არც ქვეყანა და მისი საქმენი იწვოდა, არც საყვირის ხმა გაისმოდა, როგორც მქადაგებელი მკვდართა გაღვიძებისა, რომელნიც საუკუნითგან იყვნენ შესვენებულნი, არც ცეცხლი აენთებოდა, არც სხვა რამ საშინელება ხდებოდა, რაღას მოვიმოქმედებთ მაშინ, როცა უფალი გარდამოხდება რისხვით და მიუწვდომელი გულისწყრომით, დაჯდება ტახტზე და მოუწოდებს ყოველს მზის აღმოსავალიდან - დასავალამდე, კიდით - კიდემდე, რათა განიკითხოს ერი თვისი და ყოველ კაცს მისი საქმეებისამებრ მიაგოს?

 

ვაი, ჩვენ, ძმანო ჩემნო, რა მდგომარეობაში ვიქნებით მაშინ, როცა ყოველნი, შიშველნი და ქედდადრეკილნი წარვსდგებით მის წინაშე, მეტად შემაძრწუნებელსა და ზარის დამცემ ადგილზე. სად იქნება იმ დროს ჩვენი ჭაბუკური კადნიერება და სხეულის ძლიერება? სად იქნება ჩვენი მშვენიერება, მაცდური და უსარგებლო? სად იქნება ძვირფასად შემკული სამოსელი, ან ცოდვილი გულისთქმანი და ბილწებანი? სად იქნებიან მაშინ სოდომიანნი? სად იქნებიან მსმელნი ღვინისა და განცხრომაში მყოფნი? სად იქნებიან ზარმაცნი და განსვენებაში, საკუთარ ნებაზე მცხოვრებნი? განა ყოველივე ეს არ წარხდება და ნისლივით არ გაიფანტება?

 

სად იქნება მაშინ სიყვარული ოქროსა და ვერცხლისა და მისნი მოყვარენი, რომელნიც შეურაცხყოფდნენ ყოველს და თავიანთი თავი რაღაც ეგონათ? სად იქნება მაშინ ამაო დიდებულება? სად იქნება სიმამაცე და ძლიერება? სად იქნება მეფობა, მთავრამა, ერისთავობა? სად იქნებიან ისინი, რომლებიც ამაყობდნენ სიმდიდრის სიმრავლითა და საღმრთო საქმისთვის არას ზრუნავდნენ?.. სად იქნება მაშინ სიბრძნე ფილოსოფოსთა და მათი ცუდი გამოძიება? ვაი მათ, რადგან შეშფოთდებიან და შეძრწუნდებიან, როგორც მთვრალნი და ყოველი მათი ამა სოფლის სიბრძნე დაინთქმება. სად იქნება მაშინ ბრძენი, სად იქნება მწიგნობარი, სად იქნება მაშინ ამაოების მფლობელი?

 

ჰოი, ძმანო ჩემნო, გულისხმაყავით, როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება, როცა პასუხი მოგვეთხოვება ყოველი საქმისთვის, დიდისა თუ მცირისათვის. როცა პასუხი უნდა გავცეთ სიმართლის მსაჯულს ყოველი ამაო სიტყვისათვის. როგორი იქნება ჩვენი ყოფა იმ დროს, როცა დავდგებით მარჯვენა მხარეს მსაჯულისა და დიდების მეუფისა? როგორ ვიქნებით, როდესაც მოგვიკითხავენ ჩვენ წმიდანნი და მართალნი, იქ მყოფნი? როცა მოგვიკითხავს აბრაამი, ისააკი, იაკობი, დავითი, მოსე, ნოე, იობი, ყოველი წინასწარმეტყველნი, მოციქულები, მოწამენი და ყოველნი მოღვაწენი, რომელთა ცხოვრება გვესმოდა აქ და გვიკვირდა. თითოეული სიყვარულით მოგვიკითხავს და შეგვიტკბობს, გამხიარულებული ჩვენი ხსნის გამო.

 

როგორი მიუწვდომელი სიხარული იქნება, როდესაც მეუფე მხიარული პირით მიმართავს მის მარჯვენით მდგომთ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი განმზადებული თქუენთვის სოფლის დაბადებითგან წინაით“ (მათ. 25, 34), მაშინ მიიღებენ ისინი მშვენიერ გვირგვინს ღვთის დიდებული ხელისაგან და სასუფეველს დაიმკვიდრებენ; იქნებიან ქრისტესთან და ღვთის მოყვარეთათვის აღთქმულ სიკეთეში დაივანებენ. მაშინ უკვე აღარ იქნება შიში და მწუხარება. გულისხმაყავი, ძმაო, როგორც უკვე ვთქვით, სასუფეველი ცათა, ეს არის გვირგვინი ღვთის ხელით დადგმული და სუფევა ქრისტესთან, უკუნისამდე. გულისხმაყავი, ძმაო, რას ნიშნავს ყოველ ჟამს ღვთის პირის ხედვა, შენს განმანათლებლად, როცა არც მზე გაგინათებს დღისით, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა, არც მთვარე ღამით, უფალი იქნება შენი საუკუნო ნათელი და ღმერთი - შენი დიდება. ეს არის, ძმაო, ის რაც აღეთქვა ღვთის მოყვარეთ, რომელთაც ეშინიათ მისი და იცავენ მის მცნებებს.

 

ასევე გულისხმაყავი, ძმაო, წარწყმედა ცოდვილთა, როცა ისინი წარსდგებიან საშინელ სამსჯავროზე, როგორი სირცხვილი და მწუხარება მოევლინებათ, როცა დადგებიან მარცხენით მეუფისა; როგორი ბნელი დაკრავთ მათ, როგორ შეძწუნდებიან, როცა ისმენენ: „წარვედით ჩემგან, დაწყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა“. ვაიმე, ძმანო ჩემნო, რა მწარე მწუხარება შეიპყრობს მათ სულთ, როცა ხმანი კრებულისა იღაღადებენ ცოდვილთა ჯოჯოხეთში ჩასვლას. ვაიმე, ძმანო ჩემნო, როგორი გლოვა და მოთქმა იქნება, როცა გაუყენებენ მათ საუკუნო სატანჯველის გზას - დაუთმენელს და დაულევნელს, სადაც იქნება ტირილი განუწყვეტელი, კბილთა ღრჭენა და მარადიული ჯოჯოხეთი, რისიც თავად ეშმაკსაც ეშინია.

 

ვაი, საყვარელო, რა არის ჯოჯოხეთი? - ცეცხლი დაუშრეტელი, წყვდიადი საუკუნო, სადაც ცოდვილნი უწყალოდ იტანჯებიან. ისინი თავიანთი სატანჯველის გამო იღაღადებენ ღვთის მიმართ, მაგრამ უფალი არ უსმენს მათ. მაშინ მიხვდებიან, რომ ამაო იყო მათი ცხოვრება ამ წუთისოფელში, რადგან არ ეგონათ, რომ აქაური, წუთიერი სიტკბოება საუკუნო სიმწარედ გადაექცეოდათ. ისინი აღიარებენ თავიანთ ბოროტ საქმეებს და იტყვიან: უფლის სასჯელი სამართლიანია, რამეთუ გვეუწყა ამის შესახებ და არ ვინებეთ ბოროტი საქმეებისაგან განშორება. მაგრამ იმ დროს უკვე აღარანაირი სარგებელი აღარა აქვს მათ ღაღადებას.

 

გევედრებით თქვენ, ძმანო, რადგან ამ საშინელ დღეს მოველით, ვისწრაფვოთ, განვიწმიდოთ ცოდვებისაგან, რათა უბიწო სულით, მშვიდობით წარვსდგეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრს გაიგებთ აქედან...

 

წმიდა იოანე ოქროპირი

განსჯისათვის ცოცხალთა და მკვდართა

 

ჰოი, კაცო, მარადის გქონდეს შიში უფლისა, გახსოვდეს სიკვდილი და ის საშინელი დღე, როცა აღეგზნება და დაიწვება სამყარო, დადნება და დაიშლება ქვეყანა

A.v.B

 

ვიცი რომ მართამადიდებლებს იოანე ქრისოსტომი ("ოქროპირს" რომ ეძახით) ლამის გაღმერთებული გყავთ და მისი მცდარი ინტერპრეტაციები ბიბლიის განმარტებები გგონიათ. ამ დროს, მისი მცდარი ინტერპრეტაციებით, გონებაში არასწორ წარმოდგენებს იგროვებთ ღმერთზეც და კაცობრიობის მომავალზეც. კაი ამას თავი დავანებოთ, ეგ თქვენი საქმეა, რომელ ცოდვილ ადამიანს გააღმერთებთ და რომელ მცდარ ინტერპრეტაციას მიიჩნევთ ღვთაებრივ ინტერპრეტაციად. :)

 

 

ახლა ერთი ეს მითხარი, შენ მართლა გჯერა რომ სამყარო დაიწვება, დადნება და დაიშლება იესოს გამოჩენისას, როგორც თქვენი იოანე ქრისოსტომი გიხსნით? ოღონდ ალალად მიპასუხე რაა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

A.v.B

 

ვიცი რომ მართამადიდებლებს იოანე ქრისოსტომი ("ოქროპირს" რომ ეძახით) ლამის გაღმერთებული გყავთ და მისი მცდარი ინტერპრეტაციები ბიბლიის განმარტებები გგონიათ. ამ დროს, მისი მცდარი ინტერპრეტაციებით, გონებაში არასწორ წარმოდგენებს იგროვებთ ღმერთზეც და კაცობრიობის მომავალზეც. კაი ამას თავი დავანებოთ, ეგ თქვენი საქმეა, რომელ ცოდვილ ადამიანს გააღმერთებთ და რომელ მცდარ ინტერპრეტაციას მიიჩნევთ ღვთაებრივ ინტერპრეტაციად. :)

 

 

ახლა ერთი ეს მითხარი, შენ მართლა გჯერა რომ სამყარო დაიწვება, დადნება და დაიშლება იესოს გამოჩენისას, როგორც თქვენი იოანე ქრისოსტომი გიხსნით? ოღონდ ალალად მიპასუხე რაა. :)

 

 

შენ გაგვიზიარე მაშინ კაცობრიობის მომავალზე შენი სწორი წარმოდგენები...

 

...........

Edited by A.v.B
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

კაი ამას თავი დავანებოთ, ეგ თქვენი საქმეა, რომელ ცოდვილ ადამიანს გააღმერთებთ და რომელ მცდარ ინტერპრეტაციას მიიჩნევთ ღვთაებრივ ინტერპრეტაციად. :)

 

 

აზრი

შენ ვინ ხარ რომ მას როგორც ცოდვილს ისე მოიხსენიებ და ცილს წამებ !!! აღარ გავიგო ასეთი რამე, დაე გამოთქვი შენი აზრი მარა არც ერთ წმინდანს არ შეეხო იცოდე მეორედ ცუდად !!!!!!!!!!!!

Edited by tokogio75
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...