Jump to content
Planeta.Ge

ქეთევან დედოფალი (XVI-XVII)


Recommended Posts

ქეთევან დედოფალი (XVI-XVII)

 

http://s41.radikal.ru/i091/0812/72/70d809854560.jpg

 

კახეთის მეფის, დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული. 1605 წელს, როცა დავითის ძმამ, კონსტანტინემ, მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და კონსტანტინე დაამარცხა. 1606 წელს შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფლის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა. 1614 წ. თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა. ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 კი შირაზში გაგზავნეს, სადაც 11 წელი გაატარა.

 

თეიმურაზმა სცადა, რუსეთის დახმარებით დედა გაეთავისუფლებინა. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს უბრძანა, ქეთევან დედოფალი ან გაემაჰმადიანებინათ, ან მოეკლათ. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოას ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. მას შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723 წელს), ინდოეთში (გოა, დაგრასას მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი).

 

ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა (პოემა "წამება ქეთევან დედოფლისა"), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია "ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე".

 

ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...