მდა Posted December 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2008 მელიტონ ქანთარია (1920-1993) http://s58.radikal.ru/i162/0812/1b/dff48ee85ca3.jpg საბჭოთა კავშირის გმირი (08.05.1946). მეორე მსოფლიო ომის დროს იდრიცის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზიის 756-ე მსროლელი პოლკის მზვერავი იყო. მონაწილეობდა ლიტვის, ბელორუსიისა და პოლონეთის განთავისუფლებასა და ბერლინის აღებაში. 1945 წლის 30 აპრილს 22 საათზე, ქანთარიამ სერჟანტ მ. ეგოროვთან ერთად რაიხსტაგის გუმბათზე აღმართა გამარჯვების დროშა. ომის შემდეგ მუშაობდა სოფელ აგუბედიის კოლმეურნეობაში, შემდეგ მეშახტედ ტყვარჩელში. იყო საქართველოს სსრ მე-2 - მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, წითელი დროშის, მარქსის (გდრ) ორდენითა და მედლებით. 1946 წელს დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში ცხოვრობდა. აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა (1993 წლის სექტემბერს). ქანთარია ოჯახითურთ მოსკოვში გადავიდა, სადაც ორ თვეში გარდაიცვალა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.