Jump to content
Planeta.Ge

ჯემალ ქარჩხაძე (1936-1998)


Recommended Posts

ჯემალ ქარჩხაძე (1936-1998)

 

http://s55.radikal.ru/i148/0812/1c/7db288268b72.jpg

 

მწერალი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, თოჯინების თეატრსა და კინოსტუდია "ქართულ ფილმში".

 

პირველი მოთხრობა - "აბზიანიძეების ოჯახი" 1962 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებული "სასწაული", "მეთერთმეტე მცნება", "დღე ერთი", "ანტონიო და დავითი", რომანები - "მდგმური", "ქარავანი", "ზებულონი", "განზომილება", მოთხრობები - "ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა", "იუპიტერის სინანული", "მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება".

 

ქარჩხაძის პროზა ერთის მხრივ მიჰყება თხრობის ტრადიციულ ეტიკეტს, მაგრამ მეორეს მხრივ, მკვეთრად ინდივიდუალური, განუმეორებელია. მწერლის სტილი არ არის სქემატური. ქარჩხაძის ნაწარმოებებს ზნეობრივი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობა ახასიათებს. მისი გმირები სიკეთის მადლით არიან გაჯერებულნი. 1999 წელს რომანისათვის "განზომილება" მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

 

ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ. ლაქსნესის "ატომის სადგური", ლ. ფოიხტვანგერის "ცრუ ნერონი", რ. კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ.

 

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...