Jump to content
Planeta.Ge

ფილიმონ ქორიძე (1829-1911)


Recommended Posts

ფილიმონ ქორიძე (1829-1911)

 

http://s39.radikal.ru/i083/0812/db/31e440ed9a16.jpg

 

ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი (ბანი), პედაგოგი, ფოლკლორისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორი და ლოტბარი. ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა იტალიაში, მღეროდა "ლა სკალაში", გასტროლებით შემოიარა სამხრეთ ამერიკა და იტალიის ქალაქები. 1881 წელს დაბრუნდა საქართველოში და აქტუალურ მუსიკალურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეუდგა. ამავე წლიდან გახდა თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი.

 

ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერა-საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. მან სისტემაში მოიყვანა 5000-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, რომლებიც დღეს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

 

1895-1904 წლებში გამოსცა საგალობლების 4 კრებული. ავტორია წიგნისა "სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...