Jump to content
Planeta.Ge

გურამ შარაძე (1940-2007)


Recommended Posts

გურამ შარაძე (1940-2007)

 

http://s40.radikal.ru/i088/0812/75/9713bfdb10d0.jpg

 

ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. პოლიტიკოსი.

 

თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე, შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1991-92 წლებში იყო ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. იკვლევდა ძველი ქართული მწერლობისა და "ვეფხისტყაოსნის" საკითხებს. 1994 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში დაარსებული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შრომა უცხოეთში ემიგრირებულ ქართველთა მოძიებისა და მათი მოღვაწეობის გამომზეურების საქმეში. შარაძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე, მისი ხელმძღვანელობით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში ჩამოიტანეს ეროვნული არქივი.

 

გურამ შარაძე ავტორია წიგნებისა: "თეიმურაზ ბაგრატიონი - ცხოვრება და მოღვაწეობა", "მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა", "ილია ჭავჭავაძე", "უცხოეთის ცის ქვეშ", "მემედ აბაშიძე", "ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება", "აკაკი წერეთელი".

 

გურამ შარაძეს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

გურამ შარაძე ტრაგიკულად დაიღუპა - მოკლეს თბილისის ქუჩაში. მკვლელობის მიზეზი უცნობია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...