Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937)


Recommended Posts

დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937)

 

http://i035.radikal.ru/0812/bd/a0016a7283af.jpg

 

მხატვარი, საზოგადო მოღვაწე. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა. მცირე ხანს ციურიხში, ძმასთან ცხოვრობდა. სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში, ამავე დროს ეცნობოდა სამუზეუმო საქმეს.

 

1916 წელს საქართველოში დაბრუნებულმა დააარსა "ქართველ ხელოვანთა საზოგადოება". იგი აქტიურად მონაწილებდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობაში. 1920-იან წლებში იყო თბილისის რევკომის წარმომადგენელი თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში. აირჩიეს კულტურის, ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ.

 

შევარდნაძის უშუალო ხელმძღვანელობით 1920 წელს საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების პირველ მუზეუმს საქართველოში, რომლის დირექტორიც 1920-36 წლებში თავადვე იყო. ამ პერიოდში შევარდნაძემ მრავალი მნიშნველოვანი ღონისძიება განახორციელა. მან დიდი როლი ითამაშა ფიროსმანის შემოქმედების შესწავლასა და მისი ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებაში გადასვლის საქმეში. ასევე განუზომელი ღვაწლი მიუძღვის ქართული ისტორიული ძეგლების შესწავლასა და დაცვაში. იგი უშუალოდ მონაწილეობდა ნაბახტების ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლა-რესტავრაციაში. 1935 წელს მისი ინიციატივით, მხატვარ-რესტავრატორ შ. აბრამიშვილთან ერთად, კედელს მოშორებული, დასაღუპავად განწირული მოხატულობის ნაწილი ჩამოხსნა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გადაიტანა. მისი თაოსნობით 1917 წელს დიდების ტაძარში მოეწყო ქართული ფრესკის პირველი გამოფენა. მას შემდეგ ტრადიციად იქცა ფრესკის ასლების დაცვა საქართველოს მუზეუმებში.

 

1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში. 1918 წელს კი ივანე ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით შექმნა უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი.

 

1925 წელს როგორც ქართული სასტამბო შრიფტის გარდაქმნის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, ქართული შრიფტის გრაფიკული მოზახულობის ახალი ვარიანტი შექმნა.

 

ავტორია ფერწერული და გრაფიკული პორტრეტებისა, იგი იყო ქართული სათეატრო და კინოს მხატვრობის ერთ-ერთი პიონერი.

 

დიმიტრი შევარდნაძე 1937 წელს რეპრესიის მსხვერპლი გახდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...