Jump to content
Planeta.Ge

ალექსი შიუკაშვილი (1893-1985)


Recommended Posts

ალექსი შიუკაშვილი (1893-1985)

 

http://s44.radikal.ru/i106/0812/2c/e579b635baf0.jpg

 

ქართული ავიაციის ერთ-ერთი პიონერთაგანი და პირველი ქართველი მფრინავი, ავიაციის პოლკოვნიკი.

 

გიმნაზისტმა შიუკაშვილმა 1908 წლის 5 მაისს რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე პირველმა იფრინა თავისი კონსტრუქციის პლანერით. აფრინდა თბილისში მახათის მთიდან. 1912 წელს შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის თვითმფრინავი "უტკა", შემდეგ მოქანავე ფრთებიანი საცდელი თვითმფრინავი. მან პირველმა მსოფლიოში შექმნა და გამოიყენა სამთვლიანი შასი (წინა ასაკეცი თვალით).

 

1941 წელს წელს დაამთავრა გატჩინის ოფიცერთა საავიაციო სკოლა.

 

შიუკაშვილი პირველი მსოფლიო ომის მონაწილეა, წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იყო მოსკოვის დაცვის ავიაციის უფროსი, კავკასიის არმიის საჰაერო ფლოტის უფროსი და სხვა. რუსეთში სამოქალაქო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთისა და თურქესტანის ფრონტის ავიაციას. 1923 წელს დაბრუნდა თბილისში.

 

შიუკაშვილი იყო ამიერკავკასიის აეროფლოტის დაარსების ინიციატორი და მისი ხელმძღვანელი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა სამხედრო-საჰაერო ძალების ობიექტების თავდაცვას. ომის შემდეგ იყო ამ შტაბის სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების უფროსი, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის სამხედრო კათედრის მასწავლებელი. არის მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი ავიაციის დარგში, მათ შორის აღსანიშნავია, რუსულ ენაზე გამოცემული მისი სახელმძღვანელო "ავიაციის საფუძვლები".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...