მდა Posted December 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2008 შუშანიკი (V საუკუნის II ნახევარი) http://s45.radikal.ru/i110/0812/d2/4df0c5b7769e.jpg ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე, სომეხთა მხედართმთავრის, ვარდანის ასული. წარმოშობით მამიკონიანთა დიდი და, ამავე დროს, ტრაგიკული ოჯახის შვილი იყო. მისი წინაპრები სპარსეთთან ბრძოლას შეეწირნენ, ამიტომ იზრდებოდა დაობლებული შუშანიკი ვარსქენის მამის, არშუშას ოჯახში. ირანისა და მაზდეანობის სიძულვილი მამის ოჯახიდან ჰქონდა გამოყოლილი, ამან გაუღრმავა ქრისტეს სიყვარული და ბავშვობიდან ღვთის მოშიში გახდა. იაკობ ცურტაველი დიდი მოწიწებით, სიყვარულითა და აღტაცებით აგვიწერს მის სულიერ სახეს, მოწამებრივ ცხოვრებას. როდესაც საქართველოში ირანის პოლიტიკის გამტარებელმა ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა და მაზდეანობა მიიღო, შუშანიკი ქმარს გაემიჯნა. აქედან დაიწყო დედოფლის ხორციელი წამება, თუმცა იესო ქრისტეს მსგავსად, ტანჯვას სიხარულით იღებდა, დანთხეულ სისხლს ცოდვათა გასაწმედელად მიიჩნევდა. დედოფალი არ შეეპუა ქმარს. არნახული ტანჯვა აიტანა, ციხეში უმძიმესი ექვსნახევარი წელიწადი გაატარა. ფიზიკური ტკივილი სულის სიმტკიცეს მატებდა, უფრო და უფრო შეუპოვარს ხდიდა. შუშანიკი გარდაიცვალა 17 ოქტომბერს. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.