Jump to content
Planeta.Ge

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი (1888-1930)


Recommended Posts

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი (1888-1930)

 

http://s60.radikal.ru/i167/0812/90/dc7d9cdbe125.jpg

 

სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა სოფელ მატანში, სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 21 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა და კავკასიის ფრონტზე გადაიყვანეს. აქ იგი ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა ქართულ ცხენოსანთა რაზმში. სარიყამიშში ჩადენილი გმირობისათვის ქაქუცა ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. თავისი ასეულით ჩოლოყაშვილმა დიდებული სამხედრო რეიდი შეასრულა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით შეუერთდა ინგლისელებს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მან სამხედრო კარიერა ქართულ ჯარში განაგრძო. ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს, როცა ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილი არ გაჰყოლია. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი დაუცხრომელი ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა საზეიმოდ შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ მედგრად ებრძოლათ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. რაზმის წევრებს "შეფიცულები" ეწოდათ, ქაქუცა კი მათი მეთაური გახდა. 1922 წლის ხევსურეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქაქუცა საქართველოში დაბრუნდა და ახალი ბრძოლებისათვის დაიწყო მზადება. 1924 წლის 29 აგვისტოს მთელი საქართველო უნდა აჯანყებულიყო, მაგრამ ბოლო წუთს თავი იჩინა გაუგებრობამ. დასავლეთ საქართველოში აჯანყება დაიწყო სრული 1 დღით ადრე, 28 აგვისტოს, რამაც შეთქმულთა გეგმები არია და ბოლშევიკურ ხელისუფლებას აჯანყების ჩახშობა გაუადვილა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ, სექტემბერში, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თანამებრძოლებთან ერთად დატოვა საქართველო და თურქეთის გავლით (ტრაბზონიდან) საფრანგეთში გაემგზავრა. ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მარჯვენა ფილტვში მიყენებულმა მძიმე ჭრილობამ ემიგრაციაში იჩინა თავი. თანამებრძოლებმა მოახერხეს, ქაქუცა მოეთავსებინათ ოსტსაუას სანატორიუმში, მაგრამ მკურნალობამ ამაოდ ჩაიარა და 1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა გარდაიცვალა. ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რომ ოდესმე საქართველოში ჩამოესვენებინათ. მაგრამ მეგობრებმა იგი დაკრძალეს სენტ-უანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 2005 წლის 20 ნოემბერს კი პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოასვენეს ჩოლოყაშვილის ნეშტი და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...