მდა Posted December 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2008 გოდერძი ჩოხელი (1954-2007) http://s52.radikal.ru/i135/0812/c5/a96cd039fa30.jpg მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი. დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში, იქვე დაამთავრა რვაწლიანი სკოლა. შემდეგ სწავლა ფასანაურის საშუალო სკოლაში განაგრძო. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში თავდაპირველად კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი, როცა შეიქმნა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, სწავლა ამ განხრით განაგრძო. პირველი საკურსო ფილმი იყო "ნამეხარი მუხა". მეორე საკურსო ფილმი - "ადგილის დედა", ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრით დაჯილდოვდა. სამწუხაროდ, თავად რეჟისორი პრიზის მისაღებად არ წასულა, რადგან არც კი იცოდა, რომ მისი ფილმი ფესტივალზე იყო გაგზავნილი. 1979 წელს დაამთავრა ინსტიტუტი და იმავე წელს მიიღეს დამდგმელ რეჟისორად "ქართულ ფილმში". მისი სადებიუტო ფილმი იყო "ბაკურხეველი ხევსური". ასევე ყველაზე წარმატებულ ფილმებს შორისაა "აღდგომა", "ადამიანთა სევდა", "აღდგომის ბატკანი", "ცოდვის შვილები", "სამოთხის გვრიტები", "ლუკას სახარება" და "მიჯაჭვული რაინდები". მწერლობა 1977 წელს დაიწყო. საკურსო ფილმებისთვის წერდა სცენარებს, რომლებიც შემდეგ მოთხრობებად დაბეჭდეს და 1980 წელს მისი პირველი წიგნიც გამოვიდა "წერილი ნაძვებს". გოდერძი ჩოხელი დაკრძალულია მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.