მდა Posted December 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2008 დავით ჩუბინაშვილი (1814-1891) http://s59.radikal.ru/i163/0812/02/a62a8e8f380c.jpg ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე. 1839 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივესიტეტის აღმოსავლური სიტყვიერების ფაკულტეტი. 1844 წლიდან ამავე უნივერსიტეტში ასწავლიდა ქართულ ენას. 1855-1871 წლებში იყო ახლადდაარსებული ქართული ენისა და სიტყვიერების კათედრის გამგე და პროფესორი. ასევე იყო რუსეთის გეოგრაფიული, საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრი და ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი. აქტიურად იყო ჩაბმული "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საქმიანობაში. თანამშრომლობდა ქართულ ("ივერია", "დროება") და რუსულ პრესაში. ჩუბინაშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართულ ელქსიკოგრაფიას. 1840 წელს გამოსცა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი, 1846 წელს - რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომელსაც ქართული ენის გრამატიკის ნარკვევი წაუმძღვარა. 1855 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა "მოკლე ქართული გრამატიკა", რომელშიც ძირითადად მოცემულია ახალი ქართული ენის ანალიზი. 1887-1891 წლებში გამოსცა ქართულ-რუსული ლექსიკონი. ჩუბინაშვილმა დიდი შრომა გასწია ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლა-გამოცემისათვის. მონაწილეობდა "ვეფხისტყაოსნის" 1841 წლის გამოცემაში, რომელსაც მანვე დაურთო ლექსიკონი. 1842 წელს გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი რუსთველოლოგიური გამოკვლევა "ქართული პოემის ვეფხისტყაოსნის შესახებ". მას წვლილი მიუძღვის ი. ბარტდინსკის მიერ პოემის პოეტური თარგმნის მომზადებაშიც. ჩუბინაშვილმა შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, რომელიც პეტერბურგში გამოიცა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.