Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ჩუბინაშვილი (1885-1973)


Recommended Posts

გიორგი ჩუბინაშვილი (1885-1973)

 

http://s55.radikal.ru/i150/0812/88/6fe931ae5baf.jpg

 

მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი.

 

სწავლობდა ფსიქოლოგიას ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში. ქართულ, სოხურ, სპარსულ ფილოლოგიას - პეტროგრადის უნივერსიტეტში. გახდა ფილოსოფიის დოქტორი და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრი. იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. 1923 წელს იქვე დააარსა ხელოვნებათმცოდეობის კაბინეტი - საქართველოში ხელოვნების შემსწავლელი პირველი დაწესებულება და "ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი". იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი. 1941 წელს დანიშნეს ახლადშექმნილი საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის ქართულ ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად და ამ თანამდებობაზე იყო გარდაცვალებამდე.

 

სტილისტურ-შედარებითი ანალიზის მეთოდზე დაყრდნობით, მსოფლიო ხელოვნების ისტორიის მოშველიებითა და ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა მონაცემების გათვალისწინებით, ჩუბინაშვილმა 1920-30-იან წლებში გაარკვია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების გეზი, გამოჰყო მისი ისტორიის რამდენიმე საფეხური. ჩუბინაშვილმა შეისწავლა ქვის პლასტიკისა და ქართული ლითონ-მქანდაკებლობის მრავალი ნიმუში და გამოარკვია შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების ისტორიის ეტაპები.

 

ჩუბინაშვილი ქართული გამოქვაბული კომპლექსების სახელოვნებათმცოდნეო კვლევის წამომწყებიც არის. მან გამოთქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებანი X-XIII საუკენეების ქართული კედლის მხატვრობაზე და დასახა მისი შესწავლის მრავალი პრობლემა. ჩუბინაშვილს დამუშავებული აქვს ქართული წინაქრისტიანული არქიტექტურისა და ოქრომჭედლობის საკითხები. დაწერილი აქვს მოხსენებები და ნარკვევები ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესახებ.

 

ჩუბინაშვილის შრომებმა ცხადყო ქართული ხელოვნების ისტორიული და მხატვრული ღირებულება, მისი ეროვნული თვითმყოფადობა.

 

აღსანიშნავია ჩუბინაშვილის სამუზეუმო მუშაობა. მან მოაწყო ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენები, ქართული ოქრომჭედლობის გამოფენა ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში, ქართული ხელოვნების მოძრავი გამოფენა გერმანიაში. ჩუბინაშვილი იყო ქართულ კულტურულ ძეგლთა დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მოღვაწე.

 

დაკრძალულია თბილისის უნივერსიტეტის ეზოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...