მდა Posted December 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2008 გიორგი ცაბაძე (1924-1986) http://s50.radikal.ru/i128/0812/13/eef9e2b5c7cf.jpg კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მუზიკლის ფუძემდებელი. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო კლასი. 1956-75 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე. 1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწოდა საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. ცაბაძე ნაყოფიერად მუშაობდა ოპერეტის, საესტრადო სიმღერისა და რომანსის ჟანრში. მისი შემოქმედების წყარო იყო ქართული ქალაქური ფოლკლორი. ცაბაძის მუსიკა გამოირჩევა მელოდიურობით, გამომსახველობით, რამაც განაპირობა მისი პოპულარობა. დაწერილი აქვს 20-მდე ოპერეტა, ავტორია 200-ზე მეტი სიმღერისა, რომელთაგან განსაკუთრებით აღასანიშნავია: "ნიბლია", "პატარა ბალადა", "მუხამბაზი", "მეფაიტონე", "საქართველოს ლამაზებო", "ჩემო თბილის ქალაქო" და სხვა. აღსანიშნავია, რომ ცაბაძე თავად იყო საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი. ავტორია აგრეთვე საგუნდო და დრამატული ნაწარმოებებისა, მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში: "ვერის უბნის მელოდიები", "მხიარული რომანი", "მოიტაცეს თამარ ქალი". გიორგი ცაბაძე სცენაზე, სიმღერისას გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.