მდა Posted December 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2008 ნიკოლოზ ცხვედაძე (1845-1911) http://s51.radikal.ru/i131/0812/8f/72880ab9e30e.jpg საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია. იყო მასწავლებელი თბილისის სასულიერო სემინარიაში, თბილისის ქალთა ინსტიტუტსა და წმ. ნინოს სახ. სასაწავლებელში. ცხვედაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი წესდების პროექტის შემდგენელი და საზოგადოების გამგეობის მუდმივი წევრი. მისი უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ქართული სკოლები გაიხსნა ვლადიკავკაზში, ბაქოსა და ბათუმში. აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო კომისიაში, რომელმაც მიიღო თბილისის საქალაქო სკოლების რეორგანიზაციის ცხვედაძის მიერ შედგენილი პროექტი. 1898 წელს ცხვედაძე სათავეში ჩაუდგა თბილისის ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის გათვალისწინებული შენობის აგების საქმეს. შენობის ასაგები თანხა უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით შეგროვდა. 1877 წელს სწავლა-აღზრდის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით ცხვედაძემ დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა. ნიკოლოზ ცხვედაძე დაკრძალული იყო ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, 2008 წლის 26 ნოემბერს კი მისი ნეშტი უნივერსიტეტის ბაღში გადაასვენეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.