მდა Posted December 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2008 ცხრა აპრილს დაღუპულები (1989) http://s59.radikal.ru/i164/0812/69/4d0a5535a228.jpg მოშიმშილე მომიტინგეები, რომლებიც 9 აპრილის დილას დაარბიეს შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა. 1989 წლის აპრილის თვეში თბილისში დაიწყო გამოსვლები აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. 4 აპრილს მომიტინგეები საქართველოს მთავრობის სასახლის წინ შეიკრიბნენ. მათმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა, რამაც მალე მასიური ხასიათი მიიღო. აფხაზეთის საკითხმა თანდათან უკან გადაიწია და მთავარ მოთხოვნად საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა და დამოუკიდებლობის გამოცხადება იქცა. 8 აპრილის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში საბჭოთა შეიარაღებული ჯარის ნაწილების შემოსვლის შესახებ. მომიტინგეებს სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და დაშლისკენ მოუწოდა, მაგრამ მომიტინგეები არ დაიშალნენ. გამთენიისას მშვიდობიანი მიტინგი განსაკუთრებული სისასტიკით იქნა დარბეული. ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გარდა შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა გამოიყენეს აკრძალული მომწამვლელი აირი "სი-ესი" (K-51). ადგილზე გარდაიცვალა 16 ადამიანი (უმეტესობა მომწამლავი აირით მოგუდვისგან), ორი კი - რამდენიმე დღეში თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ადამია აზაბეჟანიშვილი ეკაგიორგაძე ნატოდოლიძე თამუნაენუქიძე თინათოიძე ნინოკიკვიძე ზაირალოლაძე მანანამამულაშვილი თამარნოზაძე მამუკასამარგულიანი ნანაჭყონია-სამარგულიანი მარინაჭიპაშვილი ელისოჭოველიძე თამარჯანგირაშვილი ნოდარჯინჭარაძე მზიამელქაძე მანანაქარსელაძე გია მოწამლულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ 4000 კაცი შეადგინა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.