Jump to content
Planeta.Ge

აკაკი წერეთელი (1840-1915)


Recommended Posts

აკაკი წერეთელი (1840-1915)

 

http://i067.radikal.ru/0812/a2/c47c3c840a1f.jpg

 

პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

 

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის, როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა, ეკატერინე აბაშიძე, იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის შთამომავალი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.

 

აკაკი წერეთელი 1852 წლიდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წლიდან კი სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე განაგრძო.

 

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 19 წლისა უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა "საიდუმლო ბარათო" - ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

 

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს ყოფილა სახელმწიფო სამსახურში. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და მის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა ქართული დრამატული საზოგადოების დაარსება, რადგან თეატრი იყო ერთადერთი ადგილი, საიდანაც ქართული სიტყვა ისმოდა. აკაკის სახელს უკავშირდება ასევე ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაც, იგი თავადაც ხშირად წერდა პუბლიცისტურ წერილებს, გამოსცემდა ყოველთვიურ ჟურნალს "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) და რედაქტორობდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა". იმის გამო, რომ ჟურნალს მკვეთრად ეროვნული მიმართულება ჰქონდა, აკაკი უსიამოვნებასაც გადაეყარა.

 

აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მისი ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის.

 

აკაკი წერეთლის პოეზია გამორჩული იყო სისადავითა და ჰარმონიულობით, ამიტომ მისი მრავალი ლექსი სიმღერად იქცა. ქართველმა ხალხმა მას საქართველოს ბულბული უწოდა.

 

თუმცა აკაკის შემოქმედების მთავარი მიზანი სიმართლისათვის სამსახური იყო, ამიტომ პოეტის მოვალეობად მას სიმართლის თქმა მიაჩნდა.

 

ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა აკაკი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. მადლიერების ნიშნად 1908 წელს შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაუმართეს, 1912 წელს კი რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა, პირველად საქართველოში, კინოფირზე სწორედ აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობა გადაიღო.

 

აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...