mtidan Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საცხოვრებელი ადგილების დატოვებისთვის ემზადება. ამის შესახებ "პირWელს" "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ განუცხადა, რომელიც ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნო. შარტავას თქმით, ქვემო და ზემო ხვითში ოსი ბოევიკები ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიებზე უპრობლემოდ გადმოდიან და მოსახლეობას აწიოკებენ. "იქ, სადაც ე.წ. ბუფერული ზონებია გაკეთებული, ქართულ მოსახლეობის კუთვნილი მიწებია, თუმცა იქ არსებული ვითარების გათვალისწინებით, მათ მიწები მიტოვებული აქვთ. პერიოდულად მოსახლეობა მიდის ამ ადგილებში, თუმცა ოსი ბოევიკები მათ იმ ტერიტორიებიდან სროლებით აძევებენ, უკან მოსდევენ და აწიოკებენ. რაც ხელში მოხვდებათ მიაქვთ. იქ არანაირი პატრულირება და არანაირი კონტროლი არ ხორციელდება. მოსახლეობა ბედის ანაბარად იმყოფება", - აცხადებს შარტავა. მისივე თქმით, გვალვების გამო შიმშილის ზღვარზე მისული მოსახლეობის მდგომარეობა ოსი ბოევიკების თარეშის შემდეგ კიდევ უფრო მძიმდება. "თუ ვითარება არ გამოსწორდა, მოსახლეობა მზადაა, აიყაროს და სხვაგან წავიდეს საცხოვრებლად. შესაძლოა, ასეთი ვითარება იქ შეგნებულად არის შექმნილი და მათი კუთვნილი ტერიტორიები სხვა რამისთვის არის გამზადებული. არ არის გამორიცხული, ტერიტორიების ხელში ჩაგდება და შემდეგ გაყიდვა სურდეს ვინმეს. ან მოსახლეობის წასვლის შემდეგ შესაძლოა, ოსი ბოევიკები გადმოვიდნენ და ტერიტორიები დაიკაონ", - აღნიშნავს შარტავა. http://www.presa.ge/new/?m=news&NID=181 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 mtidan იქითა ფორუმზე დაწერე ეს და ხუთ წუთში პარტიზანულ რაზმს ჩამოაყალიბებენ. ვის აინტერესებს ეს ხალხი,გადასულები არიან სასტუმროების და შადრევნების მშენებლობებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 (edited) რისთვისაა პოლიცია ან ჯარი? რეჟიმის შესანარჩუნებლად. მაგ ხალხის ტირილს კიდე ჯეოსტარით გადაფარავენ და პრობლემაც "გაქრება". იქითა ფორუმზე დაწერე ეს და ხუთ წუთში პარტიზანულ რაზმს ჩამოაყალიბებენ. 100% მიშისტ ქაუნთერ სტრაკისტები Edited September 17, 2010 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 მაგ ხალხის ტირილს კიდე ჯეოსტარით გადაფარავენ და პრობლემაც "გაქრება". რად უნდა გადაფარვა და ყველას ჰკიდია მეთქი ეგ ხალხი.სანამ საკუთარ კარებს არ შეუნგრევენ ესე მკიდიები იქნებიან. „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 რად უნდა გადაფარვა და ყველას ჰკიდია მეთქი ეგ ხალხი. პარლამენტი მიიღებს კანონს და მაგ ტერიტორიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ოსეთს დაარქმევენ. პრობლემაც მოგვარებული იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 lasha1997იქითა ფორუმზე დაწერე ეს და ხუთ წუთში პარტიზანულ რაზმს ჩამოაყალიბებენ. ) ჩაჯმული ლომების სპეცნაზს ჩამოაყალიბებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 (edited) http://i064.radikal.ru/1009/a8/c27213167cd9.gif ქართველებო, აი როგორ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, ერთად დავდგეთhttp://i064.radikal.ru/1009/a8/c27213167cd9.gif Edited September 17, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“რუსულად უფრო ლამაზად ჟღერს, кого ебьёт чужое горе Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 DonCaredo შენა და იმ თემაში პასუხი რომ არ გამეცი,რამე იმისთანა ხომ არ დამიწერია? თემურას დიდ პატივს ვცემ ეხლაც და რამდენჯერმე ფეხით ვართ წასულები იპოდრომზე ბაზარ ბაზარით და ბევრი რამ მახსოვს მაგის დანარიგები.ბოლოჯერ ლაგოდეხში ვნახე.ჩემი ძმაკაცის ძმას გუნდი ჰყავდა უნივერსიტეტის და ზბორებზე წავედითჩვენც სალოთაოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.