მდა Posted December 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2008 ილია წინამძღვრიშვილი (1834-1920) http://s39.radikal.ru/i083/0812/bd/115e3be193e3.jpg საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. 1855 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია. უსახსრობის გამო უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო. დაამთავრა მოკლევადიანი აგრონომიული კურსები. მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად, მომრიგებელ მოსამართლედ, უფროს ნოტარიუსად თბილისში. იმის გამო, რომ მაშინ საქართველოში არ არსებობდა ისეთი სასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდობას სასოფლო-სამეურნეო განათლებას მისცემდა, წინამძღვრიშვილმა 1883 წელს საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლა. წინამძღვრიშვილმა სკოლას გადასცა 55 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა და ტყე და 20 ათასი ლიტრის ტევადობის ღვინის სარდაფი საწნეხითა და ქვევრებით, შენობა კლასებისა და მუზეუმებისათვის, სახლი მასწავლებლებისათვის, მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელი, ორი სასადილო თავისი სამზარეულოთი და სარდაფით, პურის საცხობი და სახელოსნოები. სკოლას ჰქონდა საკუთარი სახელმძღვანელოები და მანქანა-იარაღები. წინამძღვრიშვილის მოთხოვნით, სკოლაში იღებდნენ მოსწავლეებს განურჩვლად წოდებისა, ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა. 1889 წელს წინამძღვრიშვილმა გამოსცა სახელმძღვანელო "ვაზის მოშენება" ხორეშანა გვერდწითელის ფსევდონიმით. 1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა წინამძღვრიანთკარის ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. აქტიური მონაწილე იყო ხოლმე ილიაობის აღნიშვნისას. ყოველ წელიწადს წინ მიუძღოდა თავის მოწაფეებს და ზეიმზე დასასწრებად საგურამოში ჩაჰყავდა. წინამძღვრიშვილი იყო დიდი ქველმოქმედი. მან დედაქალაქს გადასცა იმხანად ჩერქეზიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელიც "სახალხო კითხვათა კომისიის" განკარგულებაში იყო და იქ იმართებოდა სახალხო წარმოდგენები. წინამძღვრიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი წერილები, პუბლიცისტური სტატიები და ნარკვევები ეხებოდა საყოფაცხოვრებო, ეთნოგრაფიულ და სამეურნეო საკითხებს. აქვს პედაგოგიური ხასიათის წერილებიც. წინამძღვრიშვილი იყო კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების აქტიური წევრი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.