მდა Posted December 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2008 სერგი წულაძე (1916-1977) http://s61.radikal.ru/i171/0812/4b/0542b718141c.jpg მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წასულ მამას თან გაჰყვა და ჯერ სტამბულში, შემდეგ კი პარიზში ცხოვრობდა. 1951 წელს მიიღო სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1958 წლიდან ოჯახთან ერთად კვლავ თბილისში დაბრუნდა და მუშაობდა ჯერ დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1961 წლიდან გარდაცვალებამდე - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში. მედიცინის გარდა, სერგი წულაძე აქტიურად იყო ჩაბმული მთარგმნელობით საქმიანობაში. ფრანგულ ენაზე თარგმნა იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება", იოანე საბანისძის "აბო თბილელის მარტვილობა", ჩახრუხაძის "თამარიანის" ნაწყვეტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი, რომელსაც საფრანგეთის აკადემიის ლანგლუას სახელობის პრემია მიენიჭა. მასვე ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გიორგი ლეონიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსების თარგმანები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.