Jump to content
Planeta.Ge

ილია ჭავჭავაძე (1837-1907)


Recommended Posts

ილია ჭავჭავაძე (1837-1907)

 

http://s50.radikal.ru/i130/0812/1c/723b90695caf.jpg

 

მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

 

დაიბადა ყვარელში გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა, მარიამ ბებურიშვილი, 14 წლისას - მამა. დაობლებული ბავშვების მოვლა-პატრონობა მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

 

სტუდენტობის 4 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის სოციალური, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის, რაც საკუთარი ხალხისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს დაუკავშირა. ამ წლებში შეიქმნა პოემები: "აჩრდილი", "ქართვლის დედა", "კაკო ყაჩაღი", ლექსები: "გუთნისდედა", "ქართვლის დედას", "ელეგია", "გაზაფხული", "პოეტი". მოთხრობები: "გლახის ნაამბობი" (I-IV თავები), "კაცია-ადამიანი?!". ამავე პერიოდს განეკუთვნება შილერის, ჰაინეს, ბაირონის, პუშკინისა და ლერმონტოვის პოეტური თარგმანები.

 

ილია ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილებმა "ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან "შეშლილის" თარგმნაზედა", "პასუხი" და "საქართველოს მოამბეზედ" ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. სამშობლოში დაბრუნებულმა ილიამ 1863 წელს დააარსა ჟურნალი "საქართველოს მოამბე", იმავე წელს დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე. ჟურნალის გამოცემა ვეღარ გააგრძელა და იძულებული გახდა სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარიყო. მუშაობდა ჯერ ქუთაისში, შემდეგ დუშეთის მაზრაში. ამ პერიოდში შეიქმნა მწვავე სატირული ლექსები "რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?!", "ბედნიერი ერი", "გამოცანები" და "პასუხის პასუხი", პატრიოტული "ჩემო კარგო ქვეყანავ".

 

1873 წლიდან ილია ჩაება სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკის დაარსების საქმეში, წესდება შეადგინა, მოსკოვში ნებართვა დაამტკიცებინა და 31 წელი ქართული ბანკის თავმჯდომარე იყო. ბანკი ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში, მათ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, თავმჯდომარე, ილია იყო. მანვე, 1877 წელს დააარსა და 1902 წლამდე რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას".

 

ამ პერიოდიდან ილია ჭავჭავაძე ძირითადად პუბლიცისტურ სტატიებს წერდა ლიტერატურათმცოდნეობის, საქართველოს ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, სახალხო მეურნეობის, სოფლის მეურნეობის, საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე, ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე. შექმნა ორი მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოები: პოემა "განდეგილი" და მოთხრობა "ოთარაანთ ქვრივი". 1906 წელს ილია სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს.

 

ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ილია ჭავჭავაძე ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. სწორედ მისი ეს პოზიცია გახდა მიუღებელი სოციალ-დემოკრატებისათვის, რომლებიც ეროვნულის ნაცვლად, სოციალურ ერთიანობას ქადაგებდნენ და ილიას დიდი ავტორიტეტი ხელს უშლიდათ თავიანთი იდეების დამკვიდრებაში. ამ წინააღმდეგობის გამო, 1907 წელს, საგურამოში მიმავალი ილია წიწამურთან მოკლეს.

 

ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა ქართველი საზოგადოების აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ მკაფიოდ გამოიკვეთა დიდი მოაზროვნის მისიის ის ჭეშმარიტი არსი, ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში რომ შეასრულა.

 

ილია ჭავჭავაძე დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 1987 წელს ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და წმინდა ილია მართალი უწოდა.

 

http://s58.radikal.ru/i159/0812/38/abd0abbf5c75.jpg

 

http://s45.radikal.ru/i110/0812/97/fe5178a233ed.jpg

 

http://s45.radikal.ru/i108/0812/35/eeb4cbfa8d66.jpg

 

http://i082.radikal.ru/0812/00/3260af3e7512.jpg

 

http://i024.radikal.ru/0812/b2/24762cada25b.jpg

 

http://i026.radikal.ru/0812/9a/4edd6ea05e92.jpg

 

http://s48.radikal.ru/i122/0812/26/77d87ae69515.jpg

 

http://i033.radikal.ru/0812/f9/888ac3465d8e.jpg

 

1448 წელი - ილია გიმნაზიაში

 

http://s48.radikal.ru/i120/0812/74/da38e2b2fea0.jpg

 

1860 წელი - პეტერბურგში სწავლისას

 

http://s46.radikal.ru/i112/0812/cf/22ad6a6850af.jpg

 

ილიას და აკაკის ძეგლი პირველ გიმნაზიასთან

 

http://s52.radikal.ru/i135/0812/5a/2bd347a98560.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიყვარს ილია! სიგიჯემდე მიყვარს! უმაგრესი კაცი იყო!

უდიდესი პატრიოტი და გენია იყო!

ჩემი აზრით ეგეთი პატრიოტული სულის ადამიანი არავინ არ ყოფილა არასდროს!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...