Jump to content
Planeta.Ge

პავლე ჭავჭავაძე (1899-1971)


Recommended Posts

პავლე ჭავჭავაძე (1899-1971)

 

http://s43.radikal.ru/i101/0812/e8/28ec05ab39f3.jpg

 

ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი.

 

ალექსანდრე ჭავჭავაძეს, პოეტსა და რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტს ერთი ვაჟი ჰყავდა, დავითი - პოლკოვნიკი და იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი. დავითს ბევრი შვილი ჰყავდა, მათ შორის მარიამი. მარიამი ცოლად გაჰყვა ჭავჭავაძეთა მეორე შტოს წარმომადგენელს, ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძეს. მათი შვილი იყო ალექსანდრე, პავლეს მამა, ასევე გენერალი რუსეთის არმიისა. არ არის ცნობილი, მონაწილეობდა თუ არა ის სამოქალაქო ომში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. 1930 წელს დახვრიტეს, როგორც კონტრრევოლუციონერი და შეთქმულების ორგანიზატორი. პავლეს დედა იყო მარია პავლეს ასული როძიანკო.

 

პავლე ჭავჭავაძე დაიბადა სანკტ-პეტერბურგში. უცნობია, ჩამოდიოდა თუ არა საქართველოში, მაგრამ ქართული ენა კი იცოდა. 1917 წელს დაამთავრა გიმნაზიის კურსი, რევოლუციას გამოექცა და სამშობლოში ჩამოვიდა. ცოტა ხნის შემდეგ რუმინეთში წავიდა ძმასთან, მოგვიანებით კი ინგლისში გადავიდა, სადაც დაამთავრა ტრინიტი კოლეჯი. იგივე კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული ვლადიმერ ნაბოკოვს და პავლესთან მეგობრობდა კიდეც.

 

1922 წელს პავლე ჭავჭავაძემ ცოლად შეირთო ნინა რომანოვნა, ნიკოლოზ I-ის შვილთაშვილი. ნიკოლოზის უმცროსი ვაჟი - მიხეილი იყო კავკასიის მეფისნაცვალი. თბილისში იყო მიხეილის ქუჩა (დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტი) და საავადმყოფო, მისი დამსახურებაა ბორჯომისა და ლიკანის განაშენიანება. მას ჰყავდა ორი ვაჟი: ნიკოლაი და გიორგი.

 

1927 წელს პავლე დასახლდა ამერიკაში და შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა. მუშაობდა ამერიკული წითელი ჯვრის ორგანიზაციაში და ხშირად ჩადიოდა ევროპაში, კორეაში, ჩინეთში. წერა გვიან, 50 წლისამ დაიწყო. პირველი ნაწარმოები "საოჯახო ალბომი" - ავტოგრაფიული ხასიათისაა. 1952 წელს გამოაქვეყნა რომანი "მთები ალაჰისა", სადაც აღწერილია მისი წინაპრების გატაცება წინანდლიდან. ქართულად ნათარგმნია მხოლოდ ამ რომანის ნაწყვეტები. ამ ნაწარმოებმა ავტორს პოპულარობა მოუტანა. შემდეგ იყო რომანი "მამაო ვიკენტი" - რუს მღვდელსა და მის ნიუ-იორკელ მრევლზე. 1966 წელს გამოჩნდა "რამეთუ იდგა შავბნელი ღამე" - ოქტომბრის რევოლუციაზე. ეს წიგნი ხუთი წლის შემდეგ ისევ გამოიცა. ნაბოკოვის რეკომენდაციით პავლემ რუსულიდან ინგლისურად თარგმანა სვეტლანა ალილუევას მეორე წიგნი.

 

პავლე ჭავჭავაძის ჰყავს ვაჟი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გადამდგარი პოლკოვნიკი დავით ჭავჭავაძე. დავითის ქალიშვილი მარიამ (მარუსია) ჭავჭავაძე არის ნიუ-იორკის "საქართველოს მეგობართა ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, ხშირად ჩამოდის საქართველოში და ეხმარება ქართველ ბავშვებსა და მოხუცებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...