მდა Posted December 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2008 ეკატერინე ჭავჭავაძე (1816-1882) http://i016.radikal.ru/0812/82/8e84bcbc4da7.jpg სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი. ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული. 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს, დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა. ყირიმის ომის დროს (1853-1856), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალმა ომარ ფაშამ სცადა სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება, მაგრამ ეკატერინე დადიანი სახალხო თავდაცვის ორგანიზებას შეუდგა და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1856 წელს ეკატერინე დადიანი მიიწვიეს ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე. პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს "სტატს დამის" წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს. 1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა დასჯას ითხოვდა. მთავრობამ ეს შემთხვევა სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს "დროებით" მმართველად გენერალი ნ. კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო. 1958 წელს სტუდენტი ილია ჭავჭავაძე და კიდევ რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა ესტუმრნენ ეკატერინეს. ეკატერინემ ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი ხელნაწერი რვეული გამოუტანა - ლექსები და "ბედი ქართლისა", აქედან დაიწყო ბარათაშვილის, როგორც პოეტის, ხელახალი სიცოცხლე. ეკატერინემ მას აღმაფრენა მისცა, როგორც პოეტს და შემდეგ მივიწყებული მანვე გადაარჩინა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.