Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ ჭიაურელი (1894-1974)


Recommended Posts

მიხეილ ჭიაურელი (1894-1974)

 

http://s60.radikal.ru/i170/0812/3f/72084879bcb3.jpg

 

კინორეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი.

 

დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თეატრებში მსახიობად, რეჟისორად და მხატვრად. 1921 წელს თბილისში დააარსა სატირის თეატრი. 1925-27 წლებში იყო მუშათა თეატრისა და "წითელი თეატრის" რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დავით ძნელაძესთან ერთად არის მუსიკალური თეატრის (ვასო აბაშიძის სახელობის) ფუძემდებელი. კინოში მოსვლამდე ქართულ სცენაზე შეასრულა 60-ზე მეტი როლი და დადგა 30-მდე სპექტაკლი. კინოში მისი შემოქმედება დაიწყო მსახიობობით. მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "არსენა ჯორჯიაშვილი", "სურამის ციხე", "ხანუმა" და სხვა. მხატვრულად გააფორმა ფილმები: "სურამის ციხე" და "სამანიშვილის დედინაცვალი". მისი რეჟისორობით გადაღებულია მხატვრული ფილმები: "უკანასკნელი საათი", "საბა", "უკანასკნელი მასკარადი", პირველი ქართული ხმოვანი ფილმი "არსენა", "დიადი განთიადი", "გიორგი სააკაძე", "ფიცი", "ბერლინის დაცემა", "ოთარაანთ ქვრივი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და სხვა.

 

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ასევე ვენეციის საკავშირო კინოფესტივალის ოქროს მეადლი (1946).

 

თავდაპირველად დაკრძალეს კინოსტუდიის ეზოში, მოგვიანებით კი გადაასვენეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...