Jump to content
Planeta.Ge

ნატო საქართველოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას სთავაზობს


Recommended Posts

ნატო საქართველოსა და უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ალიანსი საქართველოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას და ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში მუშაობის გააქტიურებას სთავაზობს.

 

"ალიანსი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინისთვის აქტიურ მხარდაჭერას ნატოს წევრობისკენ სავალ გზაზე, მათ შორის რეფორმების განხორციელების მიმართულებით. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული MAP-თან დაკავშირებული გაურკვევლობები, ალიანსი საქართველოს შესთავაზებს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, რაც ხელს შეუწყობს მის სვლას ნატოს წევრობისკენ. გავაძლიერებთ მუშაობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. კიევსა და თბილისში შეიქმნება ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომისიების ოფისები", - განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.

 

მისივე თქმით, კვლავ ძალაშია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება. თუ საქართველო და უკრაინა ისურვებენ, ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...