Historian. Posted December 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2008 მთავრობის წევრებმა ნატოს მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარები კაბინეტის სხდომის დაწყებამდე გააკეთეს. მინისტრების თქმით, ყოველწლიურ ეროვნულ სამოქმედო პროგრამაზე (ANP) გადასვლა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ალიანშსი ინტეგრაციის გზაზე. მთავრობის სხდომაზე კი სამიტის შედეგებზე პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. გრიგოლ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სამი მომენტი, რომელიც მინისტერიალმა მიიღო. "პირველი - ესაა საქართველოში განხორციელებული რეფორმების წარმატებულობის აღიარება, მეორე - ბუქარესტის სამიტის მთავარი თეზისის დადასტურება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და მესამე - შემუშავდა მექანიზმები საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად" - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გადაწყდება წევრობისთვის ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხები. განცხადებები მინისტრებმაც გააკეთეს. მათი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას წინ რუსეთიც ვერ აღუდგება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.