მდა Posted December 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2008 სოფიკო ჭიაურელი (1937-2008) http://s51.radikal.ru/i131/0812/d4/dd13a2c25962.jpg მსახიობი, საქართველოს, სომხეთისა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე. დაიბადა თბილისში, მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. 1960 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) და ჩაირიცხა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის დასში. 1967 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მაგრამ 3 წელიწადში კვლავ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა. ჭიაურელის შემოქმედება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დიდი სცენური კულტურით, ნატიფი იუმორითა და საოცარი პლასტიკით. მისი ყველა როლიდან სიცოცხლე მოდიოდა, მაყურებლისათვის დაუვიწყარია სახეები: ციცინო ("ჩვენი ეზო"), ვარდო ("ვერის უბნის მელოდიები"), ტასია ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მზექალა ("ხევსურული ბალადა"), ფუფალა ("ნატვრის ხე"), საიათნოვა ("ბროწეულის ყვავილობა") და სხვ. დედის, ვერიკო ანჯაფარიძის გარდაცვალების შემდეგ, სოფიკო ჭიაურელმა საკუთარ სახლში შექმნა ერთი მსახიობის თეატრი, სადაც თავადვე შეასრულა რამდენიმე როლი. სოფიკო ჭიაურელი იყო ნამდვილი სახალხო არტისტი. მაყურებლის უსაზღვრო სიყვარულს, პროფესიონალიზმთან ერთად, მისი ადამიანური ბუნებაც განაპირობებდა - სოფიკო ყველას თავისიანად მიაჩნდა. 2007 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან საზეიმოდ გახსნეს მისი ვარსკვლავი. დაკრძალულია ქართველ მწერლათა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. http://i043.radikal.ru/0812/3b/40fbdd9b05ee.jpg http://i082.radikal.ru/0812/86/a9ceaa5915cd.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.