Siknadmo Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 ეგ კაცი მაგარს ჭედავს აზროვნებაში. მე რომ ვნახე ჩემი ახლობლები როგორ ცხოვრობენ მანდ,იმიტომაც დავიგრუზე და ადრე იმიტომაც წამოვედი.იცი რა მიკვირს, კარგად წერს, ანუ, გრამატიკულად გამართულად გადმოსცემს თავის აზრებს,ალბათ დიდი დრო ჰქონდა რომ თავის თავზე ემუშავა და რაღაც რაღაცეები დაეხვეწა, გარეგნულად, შიდსართავი კი იგივეა რაც არ იცვლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 ისე, ბაბუსთან ბოდიში, მაგრამ ზვიადიზმი და მიშიზმი ერთი და იგივე სოციალური მოვლენაა, ია ტაკ დუმაიუ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 ნუთუ ეს რაც ნახა საკმარისია იმისთვის რომ თქვა, სახელმწიფო შედგა, მივაღწიეთ მიზნას, ანსწორი გზით მივდივართ, მართლა არიან ადამიანები ვინც ალალად თვლის რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, ეს მაკვირვებს, რომ ასე დაბლა წევენ საქართველოს შესაძლებლობებს, ნუთუ ესააა საკმარისი იმისთვის რომ თქვა, დიახ მიზანი მიღწეულია,მესმის რომ ეხლა, ველურები და პაპუასები ვყოფილიყავით, საერთოდ არაფერი არ გვქონდეს ამ ცხოვრებაში ნანახი,ისიც მესმის რომ ამ 20 წლის მანძილზე საშინელებები გადავიტანეთ, უშუქობა, ბანდფორმირებების და ქურდების თარეში, კორუფცია, დანგრეული გზები, ხო, კი ბატონო, კი, რაც გაკეთდა ამას ნამდვილად ჭირდებოდა ყისმათი და რაც მთავარია ნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ არ მივდივართ არც ევროპისკენ, არც სუვერენიტეტი რეალური არ გვაქვს,უბრალოდ რაც მთავარია ხალხია უ ბ ე დ უ რ ი და თუკი შენი ხალხის უბედურებას ვერ ხედავ და ფეხებე გკიდია,ლუსტრები, ასფალტი და გაწკიპინებული (შედარებით) პატრული გგონია შენ ის ზენიტი რისი მიღწევაც შეიძლებოდა,ე.ი. მაგრად დანძრეული გაქვს აზროვნებაში და ალბათ საკუთარ თავსაც ძალიან პატარა პაწაწკინტელა არსებად აღიქვავ, რაც არ უნდა ამპარტავნობითა შეეცადო საკუთარი თავის უმეცრებისა და ბეჩავობის დაფარვას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 (edited) ეს ისეტი ზვიადიასტია როგორც მე კოსმონავტი იური გაგარინი გამგებელი იყო თუ არ ვცდები ზვიადის დროს და გამოიქცა აქეთ. არ უჩხუბია ეტყობა მაგ კაცს ქუჩაში რესტორნის დაცვასთან თვარა რომ დააკავებდა პატრული, მერე ვნახავდი თუ დაწერდა ამას: ვისთან ერთად უნდა დაელია ბაჩოს თბილისში? კაროჩე გავეშვი ამ თემას და ფუტბოლიც დაიწყო.ოთხი დღე დამრჩა თავისუფალი და იმ სამსახურიდან ნაღდი ვერ დავპოსტავ ხოლმე. Edited September 15, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 ისე, ბაბუსთან ბოდიში, მაგრამ ზვიადიზმი და მიშიზმი ერთი და იგივე სოციალური მოვლენაა, ია ტაკ დუმაიუ. მიშიზმია თუ მინხაუზმი ეს არ არის შესადარებელი ზვიდისტთან. არ დაგვირქმევია ეს სახელი. ასე გვეძახდნენ ისინი ვისაც იარაღით უნდოდა ხელისუფლების შეცვლა და ვინც მოიყვანა დღეს ის რაც გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩემთვის თავიდან ეს მიუღებელი იყო, მაგრამ ზვიადისტი სადღაც პატრიოტიზმთან ასოცირდებოდა და ასოცირდება. არ მქვს მხედველობაში მკივანა ქალები და ეგეგეთები.რასც ვეძახით "იზმი" ეს უბრალოდ პერიოდთან ასოციაციაა უფრო და სხვა არაფერი.პრინციპში მე ისტი არ ვყოფილვარ, სხავა დამიანის ისტად ყოფნა ნაღდში არაა ჩემი საქმე, ვარ ქართველისტი ან მეგრელისტი თუ გენბავთ ჩქიმი პაკაზუხა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 Siknadmoჩვენ არ მივდივართ არც ევროპისკენრაც მთავარია ხალხია უ ბ ე დ უ რ იკარგა ხანს იქნება კიდევ. იმ ევროპაში დოვლათი რამდენ ხანს გროვდებოდა სანამ ნორმალური სისტემა არ ჩამოყალიბდა? მე-19 საუკუნის ბოლოს ან მე-20 დასაწყისში ხალხი ბედნიერი იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ან აშშ-ში? მაგ შემთხვევაში ევროპაში ბოლშევიზმი და ფაშიზმი არ ჩამოყალიბდებოდა სისტემებად, აშშ-ს კი კორუფცია და დიდი დეპრესია არ წალეკავდა. არსებობს ქვეყნების განვითარების ეტაპები და ამ ეტაპებს ვერცერთი სახელმწიფო ვერ ახტება. ერთადერთი რაც შეიძლება, დაჩქარებულად გავლაა. მაგრამ გასავლელი კი არის აუცილებლად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 Siknadmo კარგა ხანს იქნება კიდევ. იმ ევროპაში დოვლათი რამდენ ხანს გროვდებოდა სანამ ნორმალური სისტემა არ ჩამოყალიბდა? მე-19 საუკუნის ბოლოს ან მე-20 დასაწყისში ხალხი ბედნიერი იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ან აშშ-ში? მაგ შემთხვევაში ევროპაში ბოლშევიზმი და ფაშიზმი არ ჩამოყალიბდებოდა სისტემებად, აშშ-ს კი კორუფცია და დიდი დეპრესია არ წალეკავდა. არსებობს ქვეყნების განვითარების ეტაპები და ამ ეტაპებს ვერცერთი სახელმწიფო ვერ ახტება. ერთადერთი რაც შეიძლება, დაჩქარებულად გავლაა. მაგრამ გასავლელი კი არის აუცილებლად.ჩვენ ვქმნით ჩვენს მომავალს,თუმცა ესეც საკითხავია, ჩვენ ვქმნით თუ სხვები ქმნია, საქ. მოზარდი სახელმწიფოა და რითიც იკვებება მოზარდი, ან რა სახის განათლებას ღებულობს ისეთი იქნება ზრდასრულ ასაკშიც,თუკი მავნე პროდუქტებით იკვებება დიდის ალბათობით ავადმყოფი სხეული ექნება, თუკი არ იღებს განათლებას-ტვინი ექნება დახშული,თუკი ბავშვობიდან ფეხებე კიდია მორალი, მომავალშიც ეკიდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 (edited) Saturnკარგა ხანს იქნება კიდევ. იმ ევროპაში დოვლათი რამდენ ხანს გროვდებოდა სანამ ნორმალური სისტემა არ ჩამოყალიბდა? მე-19 საუკუნის ბოლოს ან მე-20 დასაწყისში ხალხი ბედნიერი იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ან აშშ-ში? მაგ შემთხვევაში ევროპაში ბოლშევიზმი და ფაშიზმი არ ჩამოყალიბდებოდა სისტემებად, აშშ-ს კი კორუფცია და დიდი დეპრესია არ წალეკავდა. არსებობს ქვეყნების განვითარების ეტაპები და ამ ეტაპებს ვერცერთი სახელმწიფო ვერ ახტება. ერთადერთი რაც შეიძლება, დაჩქარებულად გავლაა. მაგრამ გასავლელი კი არის აუცილებლად. გეთანხმები სატურნ, მაგრამ ჩვენ საერთოდ არ ვადგავართ გზას. გზას გავლა უნდა, გინდა გადაახტი და გინდა შემოუარე, ეს გზა გასავლელია მაგრამ ჩვენ არასწორად ვვითარდებით, მცდარი გზით მივდივართ, რომელიც კიდევ უფრო გვაშორებს რეალურ განვითარებას და იგივე ჭაობში მივყავართ, რასაც ვაიკომუნიზმს მივყავდით. ფრანკოს რეჟიმის ესპანეთიც კი, რომელთანაც ჩვენი ნაციონალები კეთილი თოვლი ბაბუები არიან რეჟიმისა და დიქტატურის გაგებით, ასე უმისამართოდ არ მიდიოდა... Edited September 16, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 babuagiorgi ზვიადისტი სადღაც პატრიოტიზმთან ასოცირდებოდა და ასოცირდება. არ მქვს მხედველობაში მკივანა ქალები და ეგეგეთები. მკივანა ქალების უმრავლესობა დღეს ნაცაქტივისტები არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 სხვათა შორის თემა არ ეხება ზვიადისტებს, არამედ ადამიანთა იმ კატეგორიას ვისაც ისეთი საქართველო, როგორიც დღესაა ნამდვილად მოსწონთდა არა მხოლოდ იმიტო რომ ამით მათ რაიმე მატერიალური სარგებელი აქვთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2010 babuagiorgi შენ ერთხელ მითხარი,რომ ფორუმი აახიაო გუგუშვილსო და ეგება საიტის მისამართი მომცე? მე ვიყავი მაგის ფორუმში დარეგისტრირებული და მიმბანა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted September 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2010 ოჩიაური და რურუა რო დააქორწინო, შვილი ეყოლებათ ზვიად გამსახურდიას გარეგნობის მქონე, თუმცა შეგნებით ჯაბა იოსელიანი, თან ნაციონალური პარტიის წევრი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2010 მოკლედ, სკოლის რეფორმაზე საუბრის შემდგომ, გადავწყვიტეთ ალავერდის მონახულება, გვინდოდა ყველაფრის ნახვა მოგვესწო (თუმცა მთელის საქართველოს შემოვლასა და ღირსშესანიშნავობების ნახვას ის შვებულების პერიოდი სულ მცირედითაც არ ეყოფოდა)... ალავერდთან მისასვლელებიც კეთილმოეწყოთ, ტაძარიც სულმთალად ხარაჩოებში იყო და მიდიოდა მისი სარესტავრაციო სამუშაოები. ბევრი ხალხი ჩანდა. ავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები. სანთლები შევიძინეთ და ის ის იყო კარებში უნდა შევსულვიყავით, კარისკაცმა გვითხრა, რომ კვიპროსის ეკლესიის დელეგაციაა ჩამოსული და მოკლე შარვლით შესვლა არ შეიძლებოდა (ერთერთ ბავშვს ამიტომ მანქანაში ყოფნა მოუწია)... ეზო სავსე იყო უცხოელი სტუმრებით, კვიპროსელი სამღვდელოების დელეგაციით.... ამ ყველაფრის ფონზე, ტაძრის ეზოში ძალიან ცუდად ჩანდა შავი ფერის ჯიპების რაოდენობა - იმანაც ყურადღება მიიქცია, რომ სანომრე ნიშნებიც განსაკუთრებული ჰქონდათ EKL 001, EKL 002, EKL 003 და ასე შემდეგ.... პროგრესს განვიცდითი-ქრისტე სახედრით შევიდა იერუსალიმში და დღეს ჯიპებით შედიან ტაძრის ტერიტორიაზე. აქვე პატარა, ლამაზი მარანიც მოეწყოთ და თუ არ ვცდები ალავერდის სახელწოდების ღვინოსაც ასხამენ (საფერავის ჯიშიც). არაფერი ამაში ცუდი მე ვერ ვნახე, პირიქით, ეზოში საფერავის ჯიშის ვაზი გაეშენებინათ რომელიც ძალიან კარგად მოვლილი ჩანდა... ღმერთმანი, ვერავინ ვერ მომიძებნის ვერცერთ ჩემს პოსტს, სადაც მე პოზიციის ანდა მიშისტობას დამწამებს... ამეებს ისა წერს და ჩემი ნაჯღაბნი არ გეგონოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted September 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2010 ეგ ბაჩოა თუ ვიღაც, ვიცი მეორე ფორუმიდან და ერთი თუ ორი წლის წინ დიდი ფერისცვალება განიცადა, ზვიდისტობიდან მიშისტობაში გადახტა თავით... გაკვირვებაც კი გამოიწვია ფორუმელებში ისეთი მკვეთრი გადასვლა ჰქონდა ვინც უხდის იმას უკმევს საკმეველს... პს. მე რომ ვიყავი საქართველოში, სულ რამდენიმე თვის წინ, დაცლილი სოფლები, მიჩმორებული ხალხი, მიშიკოს გახსნილი ფასადები, მხოლოდ ფასადები, ანუ ერთი კედელი, რომლის უკან შენობა არ დგას ვნახე... ჰო, ჰაეროპორტი ვნახე, მსოფლიოში საუკეთესო კიდო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2010 georgekh13ვინც უხდის იმას უკმევს საკმეველსმაგარ სისულელეს წერ ახლა შენ. კაცი ამერიკაშია რამდენი ხანია, ვინ უხდის, რას უხდის? lasha1997სანომრე ნიშნებიც განსაკუთრებული ჰქონდათ EKL 001, EKL 002, EKL 003 და ასე შემდეგ.... პროგრესს განვიცდითი-ქრისტე სახედრით შევიდა იერუსალიმში და დღეს ჯიპებით შედიან ტაძრის ტერიტორიაზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.