მდა Posted December 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2008 ევგენი ხარაძე (1907-2001) http://s61.radikal.ru/i173/0812/eb/20aa988e5f42.jpg ასტრონომი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. თბილისის საპატიო მოქალაქე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მიიღო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. იყო საქართველოსა და სომხეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, 1939-98 წლებში - უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის გამგე, 1959-65 წლებში კი უნივერსიტეტის რექტორი. ევგენი ხარაძის სახელს უკავშირდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის დაარსება. ხარაძე თავადვე ხელმძღვანელობდა ობსერვატორიას. ხარაძის შრომები ძირითადად ეძღვნება გალაქტიკის აგებულებას, არის მრავალი სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი. სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთის სამეცნიეროჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, საერთაშორისო ასტრონომთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი და ასტრონომიული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 2001 წელს ხარაძის სახელი მიანიჭეს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.