Jump to content
Planeta.Ge

შაშკინის კატასტროფული ინიციატივა.///


Recommended Posts

Grig

 

კიდევ ვიმეორებ, მე არ მინდა, რომ ვიღაც ნაბოზვარ-ასოციალური ბავშვი ჩემს ბავშვთან იყოს კონტაქტში. მაგას მოაშორებენ თუ დახვრეტენ, სულ მკიდია, სიმართლე გითხრათ

 

 

ჩვენ კი ვასწავლით,მაგრამ არავინ არ ვიცით ვის როგორი შვილები გაგვეზრდებიან. :) სიმკაცრე უნდა ბავშს,მაგრამ არა მისი დაშინების საფუძველზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ჩვენ კი ვასწავლით,მაგრამ არავინ არ ვიცით ვის როგორი შვილები გაგვეზრდებიან. :) სიმკაცრე უნდა ბავშს,მაგრამ არა მისი დაშინების საფუძველზე.

 

გურჯებზე ზემოქმედების ერთადერთი საშუალება დაშინებაა, სამწუხაროდ. თანაც, შიში შეიქმს სიყვარულსაო, არ გაგიგია? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გურჯებზე ზემოქმედების ერთადერთი საშუალება დაშინებაა, სამწუხაროდ. თანაც, შიში შეიქმს სიყვარულსაო, არ გაგიგია?

 

 

რავი აბა შენი და საქმისა შენ უკეთ იცი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეფის რუსეთის დროს ბავშვის აღზრდის განუყოფელ ელემენტად ითვლებოდა როზგი. სულ ცემა ტყეპით ზრდიდნენ ბავშვებს. შედეგად გაიზარდა მანიაკალური მიდრეკილებების მქონე მტელი თაობები და რაც მოხდა ოქტომბრის რევოლუციის დროს თქვენც იცით რა სისატიკით კლავდნენ ადამიანებს.

 

მერე საბჭოთა იმპერიამ ცოტა დახვეწა აღზრდის მეთოდები, თუმცა ცელქ ბავშვებს ისე ექცეოდნენ, როგორც ეხლა შაშკინი ცდილობს. შედეგად ჩამოყალიბდა პირსისხლიანი მერვე პოლკები და სპეცნაზები. 9 აპრილს ნიჩბებით ხალხი შაშკინის მეთოდებით აღზრდილებმა დაჩეხა.

 

სამტრედიაში რო გაყრიან სპეცსკოლაში იმ ბავშვებს, ხომ მოგეხსენებათ რა მასალას გამოზრდიან სპეცდანიშნულების ბატალიონისთვის. ხალხზე დაგეშილ ძაღლებად გაზრდიან. მერე ესენი სისხლს დაღვრიან და ეხლა რო ტაშს უკრავს შაშკინ მიშკინებს ისეთი ტიპი იტყვის ღმერთო რა დავაშავე ესეთი მე რომ შემეხო ეს სისხლისღვრაო. იმას მაინც ვერ მიხვდება, რომ ეხლა ამ ტაშისკვრით ცელს ისმევს ერთ ადგილას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

მეფის რუსეთის დროს ბავშვის აღზრდის განუყოფელ ელემენტად ითვლებოდა როზგი.

 

იგივე ხდებოდა ყველა ევროპულ ქვეყანაში. მაგალითად, ინგლისში სკოლებში ბავშვების ცემა იურიდიულ დონეზე გაუქმდა რამდენიმე წლის წინ.

 

მერე საბჭოთა იმპერიამ ცოტა დახვეწა აღზრდის მეთოდები, თუმცა ცელქ ბავშვებს ისე ექცეოდნენ, როგორც ეხლა შაშკინი ცდილობს

 

საბჭოთა განათლების სისტემა არის პრუსიული სისტემის ასლი. ანუ, მის საფუძველში დასავლური პრინციპები დგას. საბჭოთა სისტემა საკმაოდ ეფექტური იყო. მე-8 პოლკები კი სულ სხვა მოვლენაა. იგივე "მე-8 პოლკებმა" ერაყში ასეულ ათასობით მშვიდობიანი ადამიანი დახოცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკული განათლების სისტემა სადისტებს ზრდის.

 

სამტრედიაში რო გაყრიან სპეცსკოლაში იმ ბავშვებს, ხომ მოგეხსენებათ რა მასალას გამოზრდიან სპეცდანიშნულების ბატალიონისთვის. ხალხზე დაგეშილ ძაღლებად გაზრდიან. მერე ესენი სისხლს დაღვრიან და ეხლა რო ტაშს უკრავს შაშკინ მიშკინებს ისეთი ტიპი იტყვის ღმერთო რა დავაშავე ესეთი მე რომ შემეხო ეს სისხლისღვრაო.

 

ნუ, ამაში არ შეგეკამათები, მაგრამ მგონია, რომ სისხლისდამღვრელები სამტრედიის გარეშეც არ აკლია ხელისუფლებას. ნუ, ასე ფიქრობს ეს "ტიპი" :018:

 

იმას მაინც ვერ მიხვდება, რომ ეხლა ამ ტაშისკვრით ცელს ისმევს ერთ ადგილას.

 

კაი, რომ მივხვდები, შევატყობინებ პუბლიკას. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბჭოთა განათლების სისტემა არის პრუსიული სისტემის ასლი.

პოპულარული მოსაზრებაა ლუდი ჰეინეკენივით. პრუსიული არ არის, ნაწილობრივად იყო გადმონაშთი. საფუძვლიანი განსხვავებები იყო. მთლიანად კოლექტიურ აზროვნებაზე იყო გათვლილი.

 

იგივე "მე-8 პოლკებმა" ერაყში ასეულ ათასობით მშვიდობიანი ადამიანი დახოცა

ცოტა გადამეტებული ხომ არ არის ეს რიცხვი? გაეროს მონაცემებით სადღაც 60,000 მშვიდობიანი მოსახლეობა დაღუპული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის რომელი მხრიდან გასროლილი ნაღმით მოკვდა ესა თუ ის ადამიანი, რაც დამეთანხმე შეუძლებელია.

 

ასეულობით ათასი ერაყში, ცხინვალში 2000 ათასი მოკლულის ამბავს გავს, იგივე წყაროს მოტანილი რიცხვი იქნება, არ დაიჯერო.

 

გარდა მაგისა ამერიკული განათლების სისტემა ქაქშია და ცვლილებებს აპირებენ.

 

სისხლისდამღვრელები სამტრედიის გარეშეც არ აკლია ხელისუფლებას

ხოდა, რომ არ აკლია და რომ უნდა შეწყდეს მათი წარმოება მაგას ვამბობ სწორედ.

 

რატომღაც მგონია შაშკინი მე-8 პოლკელია.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

ამერიკული განათლების სისტემა ქაქშია და ცვლილებებს აპირებენ

ხო ამერიკული ყველაფერი ქაქშია, მაგრამ "რატომღაც" ყველა ამერიკაში გარბის :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ამერიკული ყველაფერი ქაქშია, მაგრამ "რატომღაც" ყველა ამერიკაში გარბის

 

კარგი ეხლა ისე მეუბნები გეგონება ამერიკელების მლანძღველი ვიყო.

 

ქაქშია და თვითონ აღიარებენ. იმიტომ არის მაგარი ქვეყანა. ვინც თვალს ხუჭავს ქაქზე და რა მაგრები ვართო გაიძახის ის ზის გამუდმებით ქაქში და ვერ ამოდის.

 

დანახარჯებით მსოფლიოში პირველზე არიან და განათლების დონით კი თუ არ ვცდები 36 ადგილზე. ასე რომ შენ თვითონ გამოიტანე დასკვნა. ყველაზე დიდი პრობლემა არის სკოლის აბსოლუტური თვითმართველობა. ანუ სასწავლო პროგრამებს მშობელთა საბჭო ამტკიცებს, რაც აბსოლუტური სისულელეა. ევროპა ამიტომ უსწრებს, რომ ცენტრალიზებული სისტემაა ამ მხრივ. ანუ სასწავლო პროგრამების შედგენა ევალება პროფესიონალებს და არა ჩემ მეზობელ მაღაროელ შაქარას. ეს იგივეა სამკურნალოდ ექიმის მაგივრად რომელიმე თვითმართველობის ორგანოს, რომ მიუყვანო ბავშვი, მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო დემოკრატიულია. პროფესიონალიზმი აუცილებელია ამ დარგში.

 

ეს არის ამერიკის განათლების სისტემის ყველაზე დიდი ნაკლი. ამიტომ არის ევროპელი ბავშვი ყოველთვის რომ სჯობნის. ამიტომ აპირებს ამერიკა ცვლილებებს. ამიტომ ვართ იდიოტები, რომ იმას ვაკოპირებთ რის გამოცვლასაც აპირებენ. გარდა ამისა უფრო დიდი იდიოტები იმიტომ ვართ, რომ ბავშვებზე ძალადობის ელემენტებს ვამატებთ კიდე ზემოდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკლების ერთ-ერთი დადებითი თვისება ისიცაა რომ ისინი არ გაუბინა პრობლემებზე საუბარს და აქვთ ნება აღმოფხვრან პრობლემები,

ნე ტო შტო სოვეტსკი საიუზ, სხვათა შორის საქართველო საბჭოთა კავშირია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

განათლების დონით კი თუ არ ვცდები 36 ადგილზე

ევროპა ამიტომ უსწრებს

გააჩნია რა იგულისხმება განათლების დონეში. ალბათ საშუალო დონეს გულისხმობენ და მაგ მხრივ შეიძლება მართლა 36 -ე ადგილზეა. მაგრამ გადახედე უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგს და ნათლად დაინახავ ვინ ქმნის ამინდს ;) 25 საუკეთესო უნივერსიტეტიდან 18 ამერიკულია :givi: ევროპა ვერანაირად ვერ უსწრებს აშშ-ს მაგ სფეროში, პირიქით ხალხი საუკეთესო განათლების მისაღებად ევროპიდან აშშ-ში მიდის.

 

http://img153.imageshack.us/img153/9468/best25.png

 

მსოფლიოს 200 საუკეთესო უნივერსიტეტიდან კი 71 უნივერსიტეტია აშშ-ში.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

პოპულარული მოსაზრებაა ლუდი ჰეინეკენივით. პრუსიული არ არის, ნაწილობრივად იყო გადმონაშთი. საფუძვლიანი განსხვავებები იყო. მთლიანად კოლექტიურ აზროვნებაზე იყო გათვლილი.

 

ჰაინეკენივით რომ არის, მეც მაგას ვამბობ - ყველასთვის ცნობილი ჭეშმარიტებაა. რაიმე საფუძვლიან განსხვავებებზე არაფერი მსმენია. კოლექტიურ აზროვნებაზე კი იმიტომ იყო გათვლილი, რომ რუსეთი, ისევე როგორც საქართველო, კოლექტიური, უფრო სწორად რომ ვთქვათ - კოლექტივისტური საზოგადოებაა.

 

ცოტა გადამეტებული ხომ არ არის ეს რიცხვი? გაეროს მონაცემებით სადღაც 60,000 მშვიდობიანი მოსახლეობა დაღუპული

 

60 000 - ეს რიცხვი პირველად მესმის. აი, სხვა შეფასებები :

 

http://en.wikipedia.org/wiki/Casualties_of_the_Iraq_War

 

ვარირებს 95 ათასიდან 1 მილიონამდე.

 

გაერო: მარტო 2006-ში 34 000 იყოვო.

 

http://www.nytimes.com/2007/01/17/world/middleeast/17iraq.html?_r=1

 

ასე რომ, ასეულ ათასებზეა ბაზარი. ნუ, სულ მცირე 1 ასეულ ათასზე.

 

 

 

ხოდა, რომ არ აკლია და რომ უნდა შეწყდეს მათი წარმოება მაგას ვამბობ სწორედ.

 

სისხლისმსმელებს აწარმოებს ქართული საზოგადოება და სამტრედიები არაფერ შუაშია - მაგას ვბაზრობ მეც.

 

Saturn

გააჩნია რა იგულისხმება განათლების დონეში. ალბათ საშუალო დონეს გულისხმობენ და მაგ მხრივ შეიძლება მართლა 36 -ე ადგილზეა. მაგრამ გადახედე უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგს და ნათლად დაინახავ ვინ ქმნის ამინდს 25 საუკეთესო უნივერსიტეტიდან 18 ამერიკულია ევროპა ვერანაირად ვერ უსწრებს აშშ-ს მაგ სფეროში, პირიქით ხალხი საუკეთესო განათლების მისაღებად ევროპიდან აშშ-ში მიდის.

 

ნუ, მე ახლა მაგ საკითხში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი, მაგრამ ორიოდე წლის წინ იყო დიდი სტატია NY ტაიმსში, დედას გვიდღნამენ ევროპელები, ციტირების ინდექსით და გამოგონებებით გაგვისწრეს-ო, სოს - განგაში ჰქონდათ ატეხილი.

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სკოლებზე გვაქვს საუბარი ხო მიხვდი, საზოგადოებრივ სკოლებზე, რად გინდა ეხლა თავის მოკატუნება. აჰა საინტერესო ანგარიშია და წაიკითხე თუ გინდა http://www.pisa.oecd.org/dataoecd/1/63/34002454.pdf

 

შენს მიერ დასახელებულ ტოპ უნივერსიტეტებში ხვდება აქაურების მხოლოდ 5%, სკოლაში კიდე 100%-ია, ხო ხვდები განსხვავებას.

 

ინდუსტრიალიზებული სამყაროს საზოგადოებრივი სკოლების შედარება ნახე და რა ხდება მიხვდები.

 

რაზე მედავები ვერ ვხვდები. განა აქაც საქართველოა, აქ პრობლემაზე საუბრობენ და აღიარებენ რომ პრობლემები აქვთ განათლებაში და ცდოლობენ გამოსწორებას.

 

რა არის იცი მნიშვნელოვანი კაცი როდესაც პრობლემას ასახელებს არ ახრჩობენ და მტერი ორმოც კილომეტრში არისო არ ეუბნებიან. ცივილიზებულ სამყაროში პატრიოტიზმი ითვლება პროპლემების გამოვლენა და გადაჭრა და არა მიჩქმალვა.

 

როდესაც ვამბობ პრობლემაა ამ დარგში საქართველოში და ესე არ შეიძლება თქო მიშისტები მეუბნებიან გზებს ხო ვაგებთო, ან აბა გრეჩიხა გინდოდაო, ან მტერი 40 კილომეტრშია გაჩუმდი შე მოღალატეო. ამიტომ წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა მიშისტებს ვხედავ როგორც ან შეგნებულ ბოროტმოქმედებს, რომლებასაც ესმით მე რასაც ვამბობ მაგრამ პირადი კმაყოფის გამო მაჩუმებენ, ან ნეანდერტალელებს, რომლებიც ვერ ხვდებიან რა ხდება და პატრიოტობა მიშას დაცვა და ყველაფერში გამართლება ჰგონიათ. ევოლუციის უფრო დაბალ საფეხურზე დგას ბევრი და ერორი კიდე უფრო აჩლუნგებს.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკიაში საშუალო განათლება არის მძღ. მაგრამ უმაღლესი განათლება სულ სხვა დონეა, რომ იცოდეთ,

ძალიან რთულია სწავლა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

სკოლებზე გვაქვს საუბარი ხო მიხვდი, საზოგადოებრივ სკოლებზე, რად გინდა ეხლა თავის მოკატუნება.

როცა წერ "სკოლებზეა საუბარიო" რა თქმა უნდა ვხვდები რომ სკოლებს გულისხმობ :givi: სანამ "განათლების დონეს" წერდი, მანამდე ვერ ვხვდებოდი.

 

შენს მიერ დასახელებულ ტოპ უნივერსიტეტებში ხვდება აქაურების მხოლოდ 5%, სკოლაში კიდე 100%-ია, ხო ხვდები განსხვავებას.

კი ვხვდები და მე ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ ვთქვათ პროგრამისტი ჯობია ძლიერი პროგრამისტი იყოს და ძალიან ცუდად იცოდეს ვთქვათ გეოგრაფია და ისტორია ვიდრე საშუალო დონეზე იყოს თავის სპეციალობაში და იცოდეს იგივე გეოგრაფია და ისტორია. შენც ხო ხვდები რას გეუბნები?

 

რაზე მედავები ვერ ვხვდები. განა აქაც საქართველოა, აქ პრობლემაზე საუბრობენ და აღიარებენ რომ პრობლემები აქვთ განათლებაში და ცდოლობენ გამოსწორებას.

 

რა არის იცი მნიშვნელოვანი კაცი როდესაც პრობლემას ასახელებს არ ახრჩობენ და მტერი ორმოც კილომეტრში არისო არ ეუბნებიან. ცივილიზებულ სამყაროში პატრიოტიზმი ითვლება პროპლემების გამოვლენა და გადაჭრა და არა მიჩქმალვა.

 

როდესაც ვამბობ პრობლემაა ამ დარგში საქართველოში და ესე არ შეიძლება თქო მიშისტები მეუბნებიან გზებს ხო ვაგებთო, ან აბა გრეჩიხა გინდოდაო, ან მტერი 40 კილომეტრშია გაჩუმდი შე მოღალატეო. ამიტომ წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა მიშისტებს ვხედავ როგორც ან შეგნებულ ბოროტმოქმედებს, რომლებასაც ესმით მე რასაც ვამბობ მაგრამ პირადი კმაყოფის გამო მაჩუმებენ, ან ნეანდერტალელებს, რომლებიც ვერ ხვდებიან რა ხდება და პატრიოტობა მიშას დაცვა და ყველაფერში გამართლება ჰგონიათ. ევოლუციის უფრო დაბალ საფეხურზე დგას ბევრი და ერორი კიდე უფრო აჩლუნგებს.

ეს საერთოდ არ ვიცი რა კავშირშია ჩვენს პოსტინგთან. ვინც გეუბნება ამეებს, ალბათ იმათთან უნდა გქონდეს პრეტენზიები :) შენ დაპოსტე აშშ-ში განათლების დონეზე და მე მოგიყვანე ფაქტები, რაც აშშ-ში განათლების დონეს უკავშირდება. გზები და 40 კმ-ში მდგომი მტერი მე მგონი არ მიხსენებია ისევე როგორც არც სხვა შემთხვევაში ვიყენებ ასეთი ტიპის "არგუმენტაციას" :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ სკოლებში განათლება ისე რა არის,მაგრამ უმაღლეს სასწავლებლებში მაღალი დონეა.თუ ამერიკელი სწავლობს რამე სპეციალობაზე,მას სხვა სპეციალობა მაგარი ჰკიდია.

 

 

 

 

ისე არ არიან როგორც ჩვენ,ყველაფერში პალაჟენიას რომ ვჟიმავთ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...