ტაშიი Posted September 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2010 გუშინ შევხვდი სენატორ მაკკეინს.საქართველოს ამბები მკითხა. მეც მოვუყევი როგორც არის საქმეები. მიშიკო როგორ ახდენს ადამიანების დაყოფას სხვადასხვა სოციალური, რასობრივი თუ რელიგიური ნიშნით და ამა თუ იმ ჯგუფის ლანძღვას და შევიწროებას.მაგალითი მკითხა, ხო და მეც მოვუყევი „ზანგები ხომ არ ვართ“, „ჩარეცხილები“, „ხუთოსნები და ცუდი ბიჭები“, მისი მომხრეები და ოპოზიციურად განწყობილები, ძველი ბიჭები და ასე შემდეგ გამუდმებული სეგრეგაციის შესახებ. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა ძველი ბიჭების ამბით. მეც ავუხსენი, რომ ძველი ბიჭი დაახლოებით იგივეა რაც თქვენთან ზანგი რეპერები რომ ბირჟაობენ ქუჩაში თქო, ოღონდ თუ საქართველოში თქვენებურად ჩაჩაჩული ჯინსებიანი ტიპი იდგება ქუჩაში და გარეპავს სახელმწიფო პროპაგანდა მას თანამედროვეს უწოდებს, აი ქართული გაგებით ძველი ბიჭი კი ყოველმხრივ იდევნება თქო. თქვენთან ადამიანი თავისუფალია არჩევანში, თუ უნდა ძველი ბიჭი იქნება და სახელმწიფო მას დევნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი კანონს დაარღვევს, აი საქართველოში კი ბრძოლა არის გამოცხადებული ძველი ბიჭების წინააღმდეგ და მათი უკანონო დევნა და ამ უკანონობის გამართლება მაღალი ტონის მაჩვენებლად ითვლება საზოგადოებაში, გაუთავებელი არასამართლიანი პროპაგანდის შედეგად. საქართველოში მხოლოდ ისეთი ადამიანი არის დაცული, რომელიც პრეზიდენტს მოსწონს. მას ჩამოყალიბებული აქვს გარკვეული სტერეოტიპი კარგი ადამიანისა და გამუდმებით მიდის ამ ტიპის ადამიანის დადებითი პროპაგანდა. დანარჩენი ადამიანები კი იძულებულები არიან ან მოექცნენ ამ სტერეოტიპის ფარგლებში ან გამუდმებული ჩაგვრის ქვეშ იყვნენ. მხოლოდ ფეისბუქიანი, ინგლისურად მოსაუბრე ხუთოსანი იწვევს მის სიმპატიას, თანაც აუცილებლად თეთრკანიანი უნდა იყოს და ნაციონალური მოძრაობის მომხრე ათეისტი.ძველი ბიჭი არც მე მომწონს თქო მაგრამ მათი არჩევნია იყვნენ ესეთები. არჩევანის უფლება წართმეული გვაქვს. ჩვენს მაგივრად მიშა იღებს გადაწყვეტილებას როგორები უნდა ვიყოთ. მაკკეინმა მისმინა, მისმინა, მერე ჩაიცუცქა და გადააწიტა (კბილებს შორის ნერწყვის გამოშვების დახვეწილი ხელოვნება, აშშ-ში კანონით არ ისჯება), ცოტა დაფიქრდა და ესეთი რამე თქვა: „თავისუფალ საზოგადოებაში იდევნება მხოლოდ კანონდარღვევა და არა ადამიანის ესა თუ ის ტიპი.“ მერე ისევ დაფიქრდა და ეს თქვა: „დღეს ჩვენ ყველა ძველი ბიჭები ვართ“... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2010 (edited) ტაშიი არის ძველ ბიჭებზე თემა,მაგრამ იყოს ესაც. ამის დაწერა ორი სიტყვით შეიძლებოდა.ტრაკში ვართ. Edited September 14, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2010 ტაშიი არის ძველ ბიჭებზე თემა,მაგრამ იყოს ესაც. ამის დაწერა ორი სიტყვით შეიძლებოდა.ტრაკში ვართ. შენ რაფრა სულ ერთ და იგივე ადგილზე გვაგზავნი კაცო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2010 შენ რაფრა სულ ერთ და იგივე ადგილზე გვაგზავნი კაცო იქა ვართ და გახსენებთ პროსტა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.