Jump to content
Planeta.Ge

ივანე ჯავახიშვილი (1876-1940)


Recommended Posts

ივანე ჯავახიშვილი (1876-1940)

 

http://s46.radikal.ru/i113/0812/c3/1776a340e6a9.jpg

 

ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

ივანე ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში. 1895 წელს მან დაასრულა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, 1899 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება. იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მოგვიანებით კი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში.

 

1902-1917 წლებში ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი. 1907 წელს ნაშრომისათვის "ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება" მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. 1907-1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. 1907 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. 1918 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

 

1918 წელს ჯავახიშვილის თაოსნობით და ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით, დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1918-1919 წლებში იგი იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, 1919-1926 წლებში - ამავე უნივერსიტეტის რექტორი, შემდგომ საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, 1936-1940 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად, იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937 წლიდან - რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი.

 

ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. სამართლიანად ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. ის არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.

 

ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. არ დარჩენილა ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელშიაც მას ფუძემდებლური ნაშრომები არ დაეტოვებინა.

 

ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო "ვეფხისტყაოსნის", 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

 

ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა უნივერსიტეტის აუდიტორიაში ლექციის კითხვის დროს. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში.

 

http://s57.radikal.ru/i155/0812/01/2ecfc4916d3a.jpg

 

http://i021.radikal.ru/0812/29/d6e8007885dc.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...