მდა Posted December 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2008 მიხეილ ჯავახიშვილი (1880-1937) http://s61.radikal.ru/i174/0812/3e/0dca0b4ea119.jpg უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო - ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა. პირველი მოთხრობა "ჩანჩურა" 1903 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "ცნობის ფურცელში". ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთებს: "ივერიას" და "გლეხს". რეპრესიების გამო აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას (სტატიათა ციკლი "გლეხის წერილები"). ქართული ლიტერატურული კრიტიკა დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთხრობებს: "ჩანჩურა", "მეჩექმე გაბო", "კურკას ქორწილი", რაც ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 წ. სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 წელს დააპატიმრეს და დონის როსტოვში გადაასახლეს, 1913 წ. სამშობლოში დაბრუნდა. თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ ჯავახიშვილმა კვლავ განაახალა შემოქმედება და 1923 წელს "ტყის კაცი" გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები, რომლებშიც ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციების ერთგული დარჩა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მწერალი აქტიურ შემოქმედებითსა და საზოგადო ცხოვრებას ეწეოდა. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე ("ლამბალო და ყაშა", "ყბაჩამ დაიგვიანა", "ორი განაჩენი", "მიწის ყივილი", და სხვა). მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), სოციალური ("ჯაყოს ხიზნები"), სათავგადასავლო ("გივი შადური"), ისტორიული ("არსენა მარაბდელი"), ფილოსოფიური ("თეთრი საყელო") რომანები. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც არ გაიზიარა მწერალთა კავშირის პოზიცია პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხვის თაობაზე. მას ეს არ აპატიეს და ოთხ დღეში, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს". მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით, წამების შედეგად, ხელი მოაწერინეს "აღიარებაზე". სასჯელი მალევე აღასრულეს დახვრეტით, მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს, დიდი მწერლის საფლავიც კი უცნობია. მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები და ითარგმნა კიდეც მრავალ ენაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.