მდა Posted December 2, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2008 სერგი ჯიქია (1898-1993) http://s58.radikal.ru/i161/0812/4d/5122697c7c03.jpg აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებელი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1936 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის გამგე და ყველა თურქოლოგიური დასციპლინის საუნივერსიტეტო კურსის პირველი ლექტორი, 1945-53 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი, 1960 წლიდან გარდაცვალებამდე გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების გამგე. სერგი ჯიქიას სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო: თურქული ფილოლოგია, თურქული ენების დიალექტოლოგია, თურქული ენის ისტორია, თურქულ-ქართული ენობრივი კონტაქტები, თურქული დოკუმენტებისა და ისტორიული წყაროების პუბლიკაცია. სერგი ჯიქიას ფუნდამენტური ნაშრომებია: "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", "იბრაჰიმ ფეჩევის შრომები საქართველოსა და კავკასიის შესახებ", თურქულ-ლაზური ენობრივი ურთიერთობანი". სერგი ჯიქიამ დიდი ამაგი დასდო ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონების შედგენა-რედაქტირებას, აზერბაიჯანული სკოლებისათვის ქართული ენის სახელმძღვანელოების შედგენას. ის არის ლენინგრადსა და საქართველოში გამოცემული თურქული ქრესტომათიების ავტორი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.